ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 03:20


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მარტი » 5 » ''დემე'' ბრუნდება...
23:50
''დემე'' ბრუნდება...


გიორგი დემეტრაძე, ან უბრალოდ  ''დემე'', როგორც მას ქართველი გულშემატკივარი იცნობს.მის ანგარიშზე საქართველოს  ნაკრებში 56 გამართული მატჩი ,  12 გოლი  და უამრავი სიხარულია, რაც სულ 169 სანტიმეტრის ტანმორჩილმა  ფორვარდმა  ქართველ გულშემატკივარს აჩუქა.
    გემახსოვრებათ 2007 წლის მარტში გლაზგოში გამართული მატჩი, მაშინ ''დემემ'' ბოლოჯერ მოირგო საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური. ყველას გვახსოვს მისი ფლანგური გარღვევები, რეტდასხმული შოტლანდიელი მცველები და უზადო გადაცემა,რომელიც შოთა არველაძის ულამაზესი გოლით დასრულდა.
 
     გიორგი დემეტრაძემ კარიერა თელავის '' კახეთში'' დაიწყო. მერე იყო ''დინამო'', სადაც დემეტრაძემ 67 გამართულ მატჩში 51 გოლი გაიტანა.სწორედ ''დინამოდან'' მიიწვიეს ის ''ფეინოორდში'',თუმცა იქ მისი საქმეები კარგად ვერ აეწყო და როტერდამელთა რიგებში მხოლოდ 8 მატჩის გამართვა მოასწრო.მერე კი დაიწყო  საუკეთესო წლები ქართველი ფორვარდის კარიერაში .ვლადიკავკაზის ''ალანიაში'' დემეტრაძემ 1998-1999 წლის სეზონში 43 მატჩი გამართა და 35 გოლი გაიტანა. მაშინ ''დემე'' მთელი ვლადიკავკაზის კერპი იყო ...
   2000 წელს გიორგი დემეტრაძე კიევის ''დინამოში'' გადავიდა (26 მატჩი 15 გოლი).უკვე 2001 წელს კი, პირველი ქართველი გახდა, რომელიც ''ლა ლიგის'' ბინადარ კლუბში ჩაირიცხა. ''რეალ სოსიედადში'' მისი საქმეები ცუდად წავიდა. ხანგრძლივი ტრავმების გამო, მხოლოდ 13 მატჩში მოირგო ''სოსიედადის'' მაისური და  ერთი გოლის გატანაღა  შეძლო.შემდეგ  იყო მოსკოვის ''ლოკომოტივი'', სადაც ასევე ვერ აეწყო ''დემეს'' საქმე კარგად .მერე კი, ისევ ''ალანია''...
    
          2003 წელს დემეტრაძემ დონეცკის ''მეტალურგს'' მიაშურა, სადაც 2005 წლამდე დარჩა და 67 გამართულ მატჩში 30- ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.2005 წელს  დემეტრაძე ''ალანიაში'' მესამედ  დაბრუნდა და დაბრუნება 2 გოლით აღნიშნა, თუმცა მერე ''ალანიას'' საქმე ცუდად წავიდა და ქართველი ფორვარდიც თელ- ავივის ''მაკაბში'' გადავიდა(13 მატჩი 3 გოლი).მერე იყო ისევ დონეცკის ''მეტალურგი'', კიევის ''არსენალი'',სულ ბოლოს კი, ''დემე'' აზერბაიჯანულ ''ბაკში'' ირიცხებოდა...
   დღეისათვის გირგი დემეტრაძე უგუნდოდაა ,თუმცა დიდი შანსია სულ მალე ცხინვალის ''სპარტაკში'' ვიხილოთ.გიორგი  ამ დროისათვის 33 წლისაა და თუ ისევ ტრავმები არ შეაწუხებს ,დავიტოვოთ იმედი, რომ  რამდენიმე წელს კიდევ შეძლებს ქართველ ქომაგთა გახარებას.ყველაზე სასიხარულოა ის, რომ ''დემე'' საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს და ვინძლო გულშემატკივრები ''სპარტაკის'' თამაშებზე სწორედ მის სანახავდაც მივლენ.
   და ბოლოს ,ალბათ არავის დავობს, რომ  გიორგი დემეტრაძე ნამდვილად იმსახურებს ღირსეულ გაცილებას საქართველოს ნაკრებიდან და დავიტოვოთ იმედი, რომ ''დემე ''ისევ მოირგებს ეროვნული ნაკრების მაისურს.
ცოტნე ცხვედიანი
ნანახია: 1045 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!