''ბარსელონას'' ჟუვენიელ B-ში მოასპარეზე გიორგი ჭანტურიამ გასულ უქმეებზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა.გიორგიმ კატალონიის პირველობის ჟუვენიელ B ლიგაში კიდევ ერთი დუბლი მიითვალა.''ბარსამ'' ''რეუსთან'' 2-1 იმარჯვა. მთელი შეხვედრა კი, როგორც აღმოჩნდა ქართველი ტალანტის ბენეფისად იქცა.
როგორც ჩანს ჭანტურია ნელ-ნელა საოცარ ფორმაში შედის. მოგეხსენებათ, რომ მან ჟუვენიელ B-ს წინა ტურშიც დუბლი მიითვალა. შეგახსენებეთ, რომ გიორგი ჭანტურიამ მიმდინარე ტურში 12 მატჩში 11–ჯერ შესძლო მეტოქე კარის აღება.