ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 24.04.2024, 11:26


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აგვისტო » 21 » ახალკაცი და "ოლიმპი" მალე გაირკვევა
15:09
ახალკაცი და "ოლიმპი" მალე გაირკვევა
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/axalkaci-kabala_medium.jpg

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი ნახევარმცველი რომან ახალკაცი, შესაძლოა, რუსთავის "ოლიმპში" ჩაირიცხოს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია ფეხბურთელმა დაგვიდასტურა.
"მართალი ისაა, რომ ახლა რუსთავის "ოლიმპში" ვვარჯიშობ, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია. საქართველოში სატრანსფერო "ფანჯარა" მალე იხურება და დავრჩები თუ არა კლუბში, უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს. წინასწარ "ოლიმპის" ხელმძრვანელებს კი ვილაპარაკეთ, მაგრამ ვარჯიშებზე მწვრთნელი დამაკვირდება", - გვითხრა ახალკაცმა.

28 წლის ფეხბურთელი ბოლოს აზერბაიჯანის პირველობაზე ზაქათალის "სიმურგში" თამაშობდა - გუნდი გასულ სეზონში საუკეთესო ექვსეულში ვერ მოხვდა და გუნდის ხელმძღვანელობა ქართველ ლეგიონერებს, კახა ჩხეტიანს, რომან ახალკაცსა და დავით ბოლქვაძეს შეელია. სამივე მათგანი სამშობლოში დაბრუნდა, ბოლქვაძე "ოლიმპში" ჩაირიცხა, ჩხეტიანი "ბაიაში", ახალკაცის ბედი კი გაურკვეველი გახლდათ. მართალია, თავდაპირველად ისიც ზუგდიდში მიიწვიეს, მაგრამ საბოლოოდ "ბაიაში" მაინც არ დარჩა.

"ბოლნისის "სიონში" გადასვლა გადაწყვეტილი მქონდა, როცა ოთარ გაბელია დამიკავშირდა და "ბაიაში" თამაში შემომთავაზა. გუნდს ბაკურიანის შეკრებაზეც ვახლდი, ორმხრივი თამაშებიც გვქონდა და ამის შემდეგ ვითარება შეიცვალა. მითხრეს, რომ სპონსორი იმ თანხას ვერ გადაიხდიდა, რაზეც წინასწარ მოვილაპარაკეთ. სიმართლე გითხრათ, უარის რეალური მიზეზი ფინანსები ყოფილიყო. შეხვედრები საკმაოდ დიდი დატვირთვების ფონზე ჩავატარე, როგორც ჩანს, სასურველი შთაბეჭდილება ვერ დავტოვე და ჩემს დატოვებაზე უარი თქვეს. ასეა თუ ისე, ზუგდიდი დავტოვე და ახლა, იმედია, "ოლიმში" ვითამაშებ", - გვითხრა ახალკაცმა.

რაც შეეხება აზერბაიჯანიდან წამოსვლას, სადაც ახალკაცი სამი სეზონი თამაშობდა - ამ შემთხვევაში, კლუბიდან მისი გაშვების ერთ-ერთი მიზეზი არა მხოლოდ "სიმურგის" წარუმატებლობა, ამ ქვეყანაში ლეგიონერებზე დაწესებული გადასახდებიც აღმოჩნდა.
"დასრულებულ პირველობაზე "სიმურგი" წარუმატებლად გამოვიდა. ასეთ დროს, ბუნებრივია, რისხვა ლეგიონერებს დაატყდებათ თავს და გამონაკლისები ჩვენც არ ვიყავით. სეზონის შემდეგ გამოგვიცხადეს, ლეგიონერები აღარ გვინდაო და საქართველოში დავბრუნდი.

აზერბაიჯანელების გადაწყვეტილება არც მიკვირს, გუნდი ლეგიონერებში ძალიან დიდ ხარჯს იღებდა. თითოეული ჩვენგანის განაცხადში შესაყვანად, სეზონში აზერბაიჯანის ფედერაციას 25 ათას მანათს, ანუ დაახლოებით 25 ათას ევროს უხდიდნენ, "სიმურგში" კი დაახლოებით 15 ლეგიონერი ვთამაშობდით და ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა თანხებს ხარჯავდდნენ? ლეგიონერების წარდგენისთვის ზაქათალელები რომ იხდიდნენ, შესაძლოა, ამხელა ფული ჩვენი უმაღლესი ლიგის ზოგიერთ კლუბს წლის განმავლობაში არ ჰქონდეს. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ წელს "სიმურგს" გაუჭირდა და თუ მართლა გამორჩეული ფეხბურთელი არაა, ახლა აზერბაიჯანში თითქმის აღარ იწვევენ", - გვითხრა ახალკაცმა.


 მერაბ მამულაშვილი
ნანახია: 780 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!