ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 23.04.2024, 19:07


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » ახალგაზრდა ფუტსალელებმა ფრანგებს მეორე შეხვედრაში 8:2 სძლიეს
21:48
ახალგაზრდა ფუტსალელებმა ფრანგებს მეორე შეხვედრაში 8:2 სძლიეს

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფუტსალში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან 28 აპრილს მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ამჯერად გაცილებით დამაჯერებელი სხვაობით - 8:2 გაიმარჯვა. მატჩს, რომელიც შსს-ს აკადემიის სპორტულ დარბაზში გაიმართა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე - დავით ნამგალაური და პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი - გია ფირცხალავა დაესწრნენ. 

მატჩში ანგარიში ალგოელმა გიორგი ტიკურიშვილმა გახსნა, რომელიც ჩაწოდებულ ბურთს შორ ძელთან დაუხვდა. ფრანგებმა ჯარიმით გაათანაბრეს, რასაც ტიკურიშვილმა მალე მეორე გოლით უპასუხა - საჯარიმო მოედნის ხაზიდან გაისროლა. შემდეგ, აჩი სებისკვერაძემ დაამატა მეკარის მოგერიებულს, ქართველთა მეოთხე გოლი კი კაპიტანმა შოთა ჭანუყვაძემ შეაგდო.

ქარიშხალელს ორი ფრანგი მცველი ეფარებოდა, მაგრამ ჭანუყვაძემ როგორღაც მოახერხა და ბურთს ფეხი წაჰკრა. ამის შემდეგ ფრანგებმა მახვილი კუთხიდან გაიტანეს და პირველი ტაიმიც იმ ანგარიშით დასრულდა, რითაც ამ ნაკრებთა პირველი მატჩი. მეორე ტაიმში ქართველებმა კიდევ ოთხი გოლი გაიტანეს. ამათგან ორი ისევ თსუ-ელი აჩი სებისკვერაძის ანგარიშზეა, რომელთაგან ერთი ჯარიმით გაიტანა, მეორე კი 10-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით. საბოლოო ანგარიში კი გიორგი ბარბაქაძემ დააფიქსირა.

ფრანგებზე ორი გამარჯვება სულ მალე ქართველთა რეიტინგზეც აისახება, რომელიც მაისში გამოქვეყნდება. არანაკლებ მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ფრანგებთან შეხვედრებმა ჩვენი ახალგაზრდების პოტენციალი გამოაჩინა.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ფუტსალში 28 აპრილი. თბილისი. შსს აცადემია

საქართველო U21 - საფრანგეთი U21 8:2

1:0 ტიკურიშვილი (7'08), 1:1 ნაიმი (8'20), 2:1 ტიკურიშვილი (11'00), 3:1 სებისკვერაძე (13'01), 4:1 ჭანუყვაძე (14'31), 4:2 დებიები (16'01), 5:2 მარგველაშვილი (27'10), 6:2 სებისკვერაძე (34'42), 7:2 სებისკვერაძე (36'02), 8:2 ბარბაქაძე (39'48)

საქართველო: კეფაშვილი, ჭანუყვაძე, წინწკალაძე, ნამორაძე, მაისაია, მარგველაშვილი, სებისკვერაძე, ბარბაქაძე, სიგუნავა, ტიკურიშვილი, გოგიშვილი
მწვრთნელი: ზაალ ჩიტალაძე

საფრანგეთი: ალიმი, ბოდო, ბელაბდლი, ბუტი, დებიები, ჟირო, მაარიფი, მიშელი, მოჰამედი, ნაიმი, ნედჟარი, სუნგუ, ზუბირი, დიატა
მწვრთნელი: პატრიკ პიონი
მსაჯები: შოთა ქუხილავა, არსენ ნონიკაშვილი, ოთარ ხეცაძე

ტექნიკური ანგარიში მოგვაწოდა გიორგი დარჯანიამ
ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

ნანახია: 889 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!