მოგეხსენებათ, ქალაქ
ზესტაფონში საფეხბურთო კლუბ "ზესაფონის" ბაზის მშენებლობა მიმიდნარეობს.
გულშემატკივარს მუდამ აინტერესებს, რა პროცესშია იქ მიმდინარე სამუშაოები,
რისი გაკეთება იგეგმება, როდის დასრულდება მშენებლობა და როგორი სახე
ექნება ბაზას.
Goli.ge ბაზის მშენებლობის პროცესებს უშუალოდ გაეცნო
და შეეცდება, მკითხველსაც ანახოს ის, რაც ამჟამად ზესტაფონში კეთდება.
ბაზის მშენებლობა უკვე დაწყებულია. დაგეგმილია, საცხოვრებელი კომპლექსის
აშენება საკვები, საძინებელი და მოსასვენებელი ბლოკებით. გაკეთდება
სარეაბილიტაციო და სავარჯიშო დარბაზებიც. ბაზაზე ბავშვებისთვის სპორტული
ინტერნატის მსგავი დაწსებულებაც იმუშავებს.
პრიორიტეტული მოედნების დაგებაა, რომ გუნდმა სრულფასოვნად მოახერხოს
ვარჯიში. დაიგება ხუთი მინდორი, ოთხი ნატურალური და ერთიც – ხელოვნური
საფარით. სავარჯიშო მოედნებზეც იგივე საფარი იქნება დაგებული, რომელიც
ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზეა.
მოედნის საფარის დაგებას თურქული კომპანია აწარმოებს. ბაზა უზრუნველყოფილი
იქნება ღამის განათებითაც, რათა დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლოს გუნდმა
ვარჯიში. სავარჯიშო მოედნებს მცირე ზომის ტრიბუნაც გაუკეთდება. დაახლოებით,
400–500 კაცის ტევადობით, საიდანაც გუნდის ვარჯიშზე მისულ ქომაგებს
შეეძლებათ ვარჯიშისთვის თვალყურის დევნება.
ბაზის მშენებლობაზე ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული. ზაფხულის ბოლოს
"ზესტაფონს" უკვე ორი სავარჯიშო მოედანი ექნება, წლის ბოლოს კი, ბაზა სრულ
სახეს მიიღებს.
დაგეგმილია ასევე, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის განახლებაც.
დაიდგმება დამატებითი ტრიბუნები და გადაიხურება. ეს ყველაფერი შემოდგომის
ბოლოდან დაიწყება.
დიმა ნებიერიძე, ზესტაფონიდან goli.ge
|