უკვე გადაწყდა, რომ
ჩემპიონატის დასრულებამდე გუნდი თბილისში ივარჯიშებს და ითამაშებს.
აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახურის უფროსი – სერგო ფუტკარაძეც
ადასტურებს.
გუნდმა უკვე დაჯავშნა
სასტუმრო "ბატესტა", სადაც, 20 აპრილიდან დაბინავდება "ზესტაფონი".
კლუბი საგურამოს
ბაზაზე ივარჯიშებს.
როგორც Goli.ge-სთვის
გახდა ცნობილი, ამ გადაწყვეტილების მიღება რეგიონში ფეხბურთისადმი
არასათანადო მხარდაჭერის გამოხატვა გახდა.
"ზესტაფონი" მომდევნო
ტურის მატჩს ბოლნისის "სიონთან" დინამოს სტადიონზე გამართავს!
როდის დაუბრუნდება
გუნდი ზესტაფონს, ჯერ–ჯერობით უცნობია.
მაგდა
კლდიაშვილი www.goli.ge
|