ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 23.04.2024, 20:11


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მარტი » 7 » `ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ბათუმს უფრო დიდი სტადიონი სჭირდება და ...`
21:22
`ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ბათუმს უფრო დიდი სტადიონი სჭირდება და ...`
 
ალბათ ყველაზე პესიმისტურად განწყობილ ადამინებსაც კი გაუჭირდებათ იმ სასიკეთო ძვრების არდანახვა რაც ბოლო თვეების განმავლობაში ქართულმა ფეხბურთმა განიცადა.

ეს, რათქმაუნდა ზღვაში წვეთია და კიდევ უამრავი რამ არის გასაკეთებელი ჩვენი ფეხბურთი საბოლოოდ, რომ განიკურნოს იმ "დაავადებებისგან” რომელიც მას ნებით თუ უნებლიეთ შეყარეს, მაგრამ ეს უკვე ისტორიას ჩაბარდა. პირადად ჩემს (ერთი უბრალო გულშემტკივრის) ოპტიმიზმს საფუძვლად ის უდევს, რომ ბათუმში, სულ მალე ახალი სტადიონის მშენებლობა იწყება, რაც თავისთავად, წინგადადგმული ნაბიჯია.

 

ამ და სხვა საკითხებზე აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ვახტანგ ქორიძეს და საფეხბურთო კლუბ ბათუმის "დინამოს” პრეზიდენტს სულხან გოგიბერიძეს ვესაუბრეთ.


 

- ბატონო ვახტანგ რა ხდება სტადიონთან დაკავშირებით? ჩემი ინფორმაციით განათლების სამინისტროში დევს უკვე გამზადებული პროექტი, გაეცანით მას? 


 

- პროექტი ნამდვილად არსებობს, უკვე გადაწყვეტით შეიძლება ითქვას რომ მარტში დაიწყება მშენებლობა, იმ ადგილას სადაც ახლა ანგისის სტადიონია, მშენებლობა ხორციელდება უშუალოდ მთავრობის მხარდაჭერით, მე პირადად პროექტი არ მინახავს, მაგრამ ვიცი რომ შენდება 10 ათას კაცზე გათვლილი ევროსტანდარტების გადახურული, სუფთა საფეხბურთო სტადიონი. (სარბენი ბილიკების გარეშე)

 

- რომელია ყევლაზე პრობლემატური საკითხი დღეს აჭარის ფეხბურთის ფედერაციაში?

 

- ყველაზე დიდ პრობლემად მაინც სტადიონები რჩება, იმედია ამასაც მალე ეშველება, ხელვაჩაურის გამგეობამ კიდევ გამოგვიყო გონიოში ტერიტორია სტადიონისთვის.

 

- რა ღონისძიებების განხორციელებას აპირებთ ფედერაციაში და რა შედის თქვენს უახლოეს გეგმებში?

 

- უპირველესყოვლისა, ჩვენი ფედერაცია ბავშთა ფეხბურთზე ზრუნავს, უახლოეს მომავალში ვაპირებთ სკოლა ინტერნატის აშენებას ხუთას ბავშვზე, აუცილებლად ასაშენებელია ბაზაც, რაც შეეხება ბათუმის "დინამოს” მას თავისი ხელმძღვანელობა ყავს, თავისი დაფინასება აქვს მერიიდან, ეს ადამიანები ნამდვიალად უვლიან გუნდს, არის ლაპარაკი მათთვის დაფინასების გაზრდაზეც.

 

- ქობულეთშიც იგრძნობა გამომცოცხლება...

 

- ქობულეთის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქცია და ადგილობრივი გუნდის, "შუქურას” აღდგენა, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, უბარლოდ თანხებია მოსაძიებელი, ამას ყევლაფერს დრო სჭირდება და ნელ-ნელა ყველაფერი გაკეთდება...

 

***

 

- ბატონო სულხან, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით?  

 

- დაგეგმილია 10 000 კაციანი სტადიონის მშენებლობა, უბრალოდ ჯერ არ ვიცით ბიუჯეტიდან დაფინანსდება თუ რომელიმე ინვესტორთა ჯგუფი დააფინანსებს, მაგრამ ის რომ სტადიონის მშენებლობა უახლოესი 3-4 თვის განმავლობაში დაიწყება ეს უკვე გადაწყვეტილია.

 

- ვისი საკუთრება იქნება ეს სტადიონი როცა აშენდება?

 

- თუ ეს სტადიონი ბიუჯეტის ფულით აშენდა ის მუნიციპალიტეტის იქნება, არამგონია რომ პირველ ეტაპზე ის 'დინამოს' საკუთრება იყოს, მაგრამ იქედან გამომდინარე რომ 'დინამოც' ქალაქის მუნიციპალიტეტის გუნდია, შეიძლება ოდესმე ეს სტადიონი კიდეც გახდეს მისი საკუთრება, ეს ძალიან წვრილმანი დეტალია და დარწმუნებული ვარ რაღაც სამართლებრივი ფორმა მოიძებნება.

 

- იმ დღიდან მოყოლებული რაც გავრცელდა ხმები ბათუმში 10000 კაციანი სტადიონის მშენებლობაზე, დაიწყო დისკუსია რომ ამ მოცულობის სტადიონი პატარა იქნება ჩვენი ქალაქისთვის, თქვენ რა პასუხს გაცემდით ამ ადამიანებს? 

 

- აბსოლიტურად ყველაფერს ქმნის ბაზარი და მისი მოთხოვნილება, თუ იმას ვიტყვით, რომ 80-იან წლებში 15 000 კაცი მოდიოდა დინამო ბათუმის სტადიონზე, მინდა გითხრათ რომ არა მარტო ფეხბურთის სიყვარულის გამო მოდიოდნენ, უბრალოდ დროის გასაყვანადაც.მაშინ არ იყო ამდენი საინფორმაციო საშულებები, მატჩების ტრანსლირებები და ინტერეტი, ვაჩვენოთ ჩვენს ხელისუფლებას რომ ბათუმის დინამოს ნამდვილად სჭირდება უფრო მეტი ტევადობის სტადიონი და ეს საკითხი ზუსტად 5 წუთში გადაწყდება, ამის ჩვენება კი მხოლოდ და მხოლოდ თამაშებზე მოსვლით შეიძლება.

 

-   დღევანდელი  მდგომარეობით ბათუმის დინამო პირველი ლიგაში პირველ საფეხურზე იმყოფება,   არის თუ არა წელს გუნდის უმაღლეს ლიგაში გადმოსვლა თქვენი პრიორიტეტი, იმის მიუხედავად რომ ჯერ კლუბი ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს რომლებსაც უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდი უნდა აკმაყოფილებდეს? კერძოდ ისევ სტადიონის არქონა იგულისხმება.


 

-   ჩვენ ნამდვილად მოტივირებულები ვართ უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის და ხედავთ რომ ეს ბიჭები რომელთა საშუალო ასაკიც 19-20 წელია ძალებს არ იშურებენ ამისთვის, რაც შეეხება დაშვება არ დაშვებას, იქედან გამომდინარე რომ სფფ ყველაფერს აკეთებს რეგიონებში ფეხბურთის გამოსაცოცხლებლად არამგონია ასეთი კატეგორიულობით მოგვიდგეს და არ მოგვცეს უმაღლეს ლიგაში გადმოსვლის უფლება, რაღაც გათვალისწინებები უნდა მოხდეს, ეგეც რომ არა ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ალტერნატივა, მაგალითად, მინიმალური დანახარჯებით ქობულეთის სტადიონის რეაბილიტაცია, მაგრამ ჩემი აზრით გადმოსვლის შემთხვევაში, დაგვრთავენ ნებას ისევ საფეხბურთო კომპლექს ადელის სტადიონზე გავმართოთ უმაღლესი ლიგის მატჩები, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

 

- თუ იგეგმება ბათუმი 'დინამოს' ოფიციალური ვებ გვერდის შექმნა?

 

- ვებ-გვერდის შექმნა დაწყებულია, ჩვენი პრეს-ოფიცერი მუშაობს ამ საკითხებზე, მე მინდა ვთხოვო ყველა მედია საშუალებას რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ბათუმის დინამოს აღორძინების საქმეში, იმიტომ რომ თუ გულშემატკივარი არ დაგვიბრუნდა ძალიან სავალალო მდგომარეობა გვაქვს, არამარტო ბათუმის დინამოს. არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთს.

 

- გინდათ თქვათ რომ გუნდს იმხელა მხარდაჭერა აღარ აქვს როგორც ადრე, თუ უბრალოდ ხალხი არ დადის დინამოს თამაშებზე?


 

- დღეს ქალაქში არის უამრავი ტოტალიზატორი, თითო ტოტალიზატორში რომ გაიაროთ 40-50 კაცი ყოველთვის ზის, ეს ხალხი რომ შაბათ დღეს მოვიდეს და 2 საათის განმავლობაში საკუთარი ქალაქის გუნდს უგულშემატკივროს გაცილებით უკეთ წავა ჩვენი საქმე. ჩვენი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც დამერწმუნეთ, ყველანაირი დამხმარე საშუალებების გარეშე იმყოფებიან მეორე ადგილზე, ძალიან რთულია ცარიელ სტადიონზე თამაში, გულშემატკივრების გარეშე, ისინი პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ. მე მინდა მოვუწოდო ყველა ბათუმელს, რომ მოვიდნენ სტადიონზე და გვერდში დაუდგნენ თავიანთი ქალაქის გუნდს, იმიტომ რომ ამ ახალგაზრდა ბიჭების შრომა ნამდვილად დასაფასებელია.

 

 



ბესი ჩიბურდანიძე

www.goli.ge
ნანახია: 920 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!