მთავარი » 2010 » ივნისი » 28
საკმაოდ აქტიურად მიდის საუბრები შოთა არველაძის "კაიზერსპორში" შოტლანდიელი ფორვარდის კრის ბოიდის ჩარიცხვის შესახებ. ცნობილია, რომ შოთას ძალიან სურს თავისთან იხილოს "გლაზგო რეინჯერსის" თავდამსხმელი. არველაძის თქმით, ბოიდი დიდ ძალას წარმოადგენს და არ უნდა გაუჭირდეს გოლების გატანა. "კაიზერსპორი" ბოიდს 2-წლიან კონტრაქტს და კვირაში ხელფასის სახით 50 000 გირვანქას სთავაზობს. შოტლანდიელი სავარაუდოდ, ამ კვირაში ჩავა თურქეთში და უფრო ახლოს გაეცნობა პირობებს. შეგახსენებთ იმასაც, რომ კრის ბოიდს "კაიზერსპორის" გარდა კიდევ ორი თურქული კლუბი ეპატიჟება: "ბურსასპორი" და "ანკარაგიუჯუ".ბექა დოგრაშვილი
შესახებ: |
ბრიტანული the star-ის ცნობით, ინგლისური ჩემპიონლიგის "შეფილდ იუნაიტედს” ზურაბ ხიზანიშვილის იჯარით აყვანა სურს. გეცოდინებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი პრემიერლიგის "ბლექბერნს” ეკუთვნის, მაგრამ "ვარდების” მთავარმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა საბოლოოდ გადაწყვიტა – სჯობს, ხიზანიშვილმა ახალი კლუბი მოიძიოს, მის დატოვებას არ ვაპირებთო. ხიზან
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრა ისრაელის ვიცე-ჩემპიონი ჰაიფას
"მაკაბი”, რომლის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ქართველი სპეციალისტი
გიორგი დარასელიაა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდის შეტევის ხაზში საქართველოს
ეროვნული ნაკრების ფორვარდი ვლადიმერ დვალიშვილი თამაშობს, სულ მალე კი,
დიდი ალბათობაა, მას კიდევ ერთი ქართველი - თბილისის "დინამოს” ყოფილი
მცველი გურამ კაშია შეემატოს. როგორც ჰაიფელთა მწვრთნელმა გიორგი
დარასელიამ "მსოფლიო სპორტთან” სატელეფონო საუბარში თქვა, კაშია "მაკაბის”
ავსტრიაში ჩააკითხავს და იქ ხანმოკლე სინჯებს გაივლის. შუა ევროპაში
ჰაიფელები ოთხთა ტურნირში ითამაშებენ და ებრაელთა ხელმძღვანელობა ქარ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
უახლოეს მომავალში უნდა გადაწყვეტილიყო რამდენიმე ახალწვეულის ვინაობა,
რომელთა დამატება ბოლნისის "სიონის” თავკაცს ხვიჩა ქასრაშვილს სურდა.
პრაქტიკულად ბეჭედი დაესვა რომან ახალკაცის აზერბაიჯანიდან საქართველოში
გადმობარგებას. 29 წლის ნახევარმცველი მიმდინარე წლის მაისამდე ზაქათალის
"სიმურგში” თამაშობდა, რომლის რიგებში ბოლო სეზონში 18 მატჩი გამართა.
ქვემოქართლელთა კიდევ ერთი "ახალი” სახეა 26 წლის გიორგი ჩივაძე. სხვათა
შორის, ცხინვალის "სპარტაკში” გადასვლამდე, სადაც მან ბოლო სეზონი სრულად
ითამაშა და 2 გოლიც გაიტანა, ჩივაძე 2008 წელს "სიონში” გამოდიოდა (4
მატჩი). პირველი ქართული გუნდი კი, სადაც ბოლნი
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ზუგდიდის "ბაიაში” ბევრი სიახლეა და ჯერ მთავარით დავიწყოთ: როგორც გუნდის
მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა "მსოფლიო სპორტს” უთხრა, "ბაიაში”
იმუშავებს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცი ოთარ გაბელია –
მწვრთნელ-კონსულტანტი იქნება და ასე ვთქვათ, მეგობრული რჩევებით
მოამარაგებს მშობლიური ქალაქის გუნდს. გაბელია კლუბის ოფიციალური წევრი
ვერ გახდება, რადგან ნაკრებშიც მუშაობს.
რა იქნება ინვესტორის
მხრივ? ქომეთიანმა გვითხრა, გადაწყვეტილია, რომ სულ მალე გენერალური
სპონსორი ეყოლებათ, მაგრამ კერძოდ რომელი, ჯერ ვერ გეტყვითო. ჩვენ უკვე
გვეწერა, რომ "ბაიაში” "ჯეოსელის” მისვლას ელოდნენ...
ის კი არა,
"ბაია” ივლისის შუა რიცხვებიდან
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
სამშაბათს "კრილია სოვეტოვის" საწვრთნელი ბაზა დატოვა ზურაბ
მენთეშაშვილმა,რომელმაც გასული სეზონი გაატარა ისრაელში,კერძოდ კი
"ჰაპოელში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფეხბურთელი სამშობლოში დაბუნდა და შესაძლოა "ზესტაფონში" გააგრძელოს კარიერა.
შესახებ: |
1995 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის აღმოსავლეთ-დასავლეთში ჩატარდა
ფლეი-ოფის განმეორებითი თამაში, სადაც "ავაზამ" ქუთაისის "კოლხიდას"
უმასპინძლა, მეტოქე 2-1 დაამარცხა და ამ ასაკში გამარჯვებულიც გახდა.
პირველი მატჩი, რომელიც ქუთაისში ჩატარდა ფრედ, 2-2 დასრულდა,
განმეორებით შეხვედრაში კი როგორც უკვე გითხარით თბილისელებმა იმარჯვეს.
თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა გამარჯვებულ გუნდს მედლები
და დიპლომები გადასცა, დამარცხებულ გუნდს კი დიპლომები ერგოთ.
შესახებ: |
სკოლბურთი 2010–ის გათამაშება 27 ივნისს, ბათუმში ზუგდიდის #4 საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
ფინალურ
შეხვედრაში ერთმანეთს ბოლნისის #1 საჯარო სკოლა და ზუგდიდის #4 საჯარო
სკოლა დაუპირისპირდნენ. მატჩი ზუგდიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0
დასრულდა.
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ესპანეთის კუნძულ იბიცაზე მიმდინარე საერთაშორისო, საფეხბურთო ტურნირს საქართველოს U15 და
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
უკრაინულ
შეკრებაზე მყოფმა 'ვიტ ჯორჯიამ' პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ჩვენი
გუნდის მეტოქე უკრაინის უმაღლესლიგელი სიმფეროპოლის 'ტავრია' იყო. შეხვედრა
ევპატორიაში, უკრაინის ოლიმპიური ნაკრების ბაზაზე ჩატარდა, 'ვიტ ჯორჯია' 1:2
დამარცხდა.
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
შესაძლოა რუსთავის ,,ოლიმპი’’, რომელსაც დიდი საკადრო პრობლემები აქვს და ამ ეტაპზე მხოლოდ 15-ფეხბურთელის ამარა ემზადება ურეკში ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული მატჩებისათვის კიდევ 3-ფეხბურთელით გაძლიერდეს. ლაპარაკია რევაზ ქემოკლიძეზე, გიორგი ჭელიძეზე და კენიის ეროვნული ნაკრების 24-წლის ცენტრ-ფორვარდ ალენ ვანგა ვეტენდეზე. კენიელი ფეხბურთელი დღეს გამთენიისას უნდა ჩამოფრენილიყო თბილისში ამერიკიდან, სადაც საკუთარ ნაკრებთან ერთად ტურნეს მართავდა, საღამოსკენ კი უკვე ურეკში ელიან. ალენ ვანგა ვეტენდეს კენიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 25-მატჩი აქვს ჩატარებული და 9-გოლი აქვს გატანილი, საკლუბო კარიერაში კი სხვადასხვა ქვეყნის შემდეგ კლუბებში ასპარეზობდა: 2005-2006 წლებში კენიური ლოულეს ღირსებას იცავდა, შემდეგ 2006-2007 წლების სეზონ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
2010
წლის 1 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართება
უეფას ევროპის ლიგის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი
მატჩი, რომელშიც საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უმასპინძლებს კლუბ
”ფაეტანოს” სან-მარინოდან.
დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე დასასრულს უახლოვდება ევროპული ტურნირის უმნიშვნელოვანესი მატჩების მასპინძლობისათვ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ცნობილმა ბუქმეიქერულმა
კომპანიამ bwin-მა ევროპის ლიგის პირველ ეტაპზე ორივე ქართული კლუბი
თბილისის ”დინამო” და საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ფავორიტად მიიჩნია.
შეხვედრები პირველ ივლისს გაიმართება.
|
|
|
რეკლამა |
|
|
|