ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივნისი » 28 » კაშია "მაკაბის" ავსტრიაში შეუერთდება
17:30 კაშია "მაკაბის" ავსტრიაში შეუერთდება |
ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრა ისრაელის ვიცე-ჩემპიონი ჰაიფას
"მაკაბი”, რომლის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ქართველი სპეციალისტი
გიორგი დარასელიაა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდის შეტევის ხაზში საქართველოს
ეროვნული ნაკრების ფორვარდი ვლადიმერ დვალიშვილი თამაშობს, სულ მალე კი,
დიდი ალბათობაა, მას კიდევ ერთი ქართველი - თბილისის "დინამოს” ყოფილი
მცველი გურამ კაშია შეემატოს. როგორც ჰაიფელთა მწვრთნელმა გიორგი
დარასელიამ "მსოფლიო სპორტთან” სატელეფონო საუბარში თქვა, კაშია "მაკაბის”
ავსტრიაში ჩააკითხავს და იქ ხანმოკლე სინჯებს გაივლის. შუა ევროპაში
ჰაიფელები ოთხთა ტურნირში ითამაშებენ და ებრაელთა ხელმძღვანელობა ქართველ
მცველს საქმეშიც დააკვირდება. "მაკაბის” საავსტრიო განრიგი
ასეთია: 28 ივნისი - ბუქარესტის "დინამო”, 30 ივნისი - მოსკოვის
"ლოკომოტივი”, 3 ივლისი - ვენის "აუსტრია”. უკან ისრაელში გუნდი ექვს
ივლისს გამობრუნდება, თუმცა, თუ გურამ კაშიამ ებრაე¬ლებს თავი მოაწონა,
შესაძლოა, მხარეებმა კონტრაქტი ავსტრიაშივე გააფორმონ. აქვე,
ჰაიფელთა სატრანსფერო სიახლებზეც გეტყვით, რომლებთან შესაძლოა, პირდაპირი
კავშირი ჰქონდეს სინჯებზე ექსდინამოელი მცველის გამოჩენას. ცნობილია, რომ
გურამ კაშია ცენტრალური მცველია, ხოლო მას შემდეგ, რაც კაშიას
პორტუგალიელი თანაამპლუელი, 23 წლის ჟორჟ ტეიშეირა "მაკაბიმ” "ციურიხში”
1,2 მილიონ ევროდ გაასხვისა, სწორედ მისი ყაიდის ფეხბურთელს ეძებს.
კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს, დეკელ კეინანს,
რომელიც სინჯებზე რუბინის "ყაზანში” თავისუფალი აგენტის რანგში იმყოფება.
მოკლედ, კაშიას, რომელსაც 23 წელი "მაკაბისთან” ავსტრიაში ყოფნისას (ოთხ
ივლისს) შეუსრულდება, ებრაულ კლუბში დარჩენის დიდი შანსი აქვს.
რაც შეეხება ლადო დვალიშვილის ჰაიფურ მომავალს, საქმეს ისეთი პირი უჩანს,
იგი, ყველაზე ცოტა, წლის ბოლომდე "მაკაბიში” დარჩება. თურქულთან ერთად მას
სხვა ევროპული ვარიანტებიც ჰქონდა, მაგრამ ებრაელებმა, გაყიდვის
თვალსაზრისით, უფრო თავდასხმაში დვალიშვილის მეწყვილეს, შლომი არბეიტმანს
დაადგეს თვალი. ამ უკანასკნელის გადაბირება ბელგიურ "გენკს” სურდა, მაგრამ
ბენილუქსელებმა მასში 600 ათასი გაიმეტეს, ჰაიფელთა მეპატრონე იაკოვ
შახარი კი, მილიონ ევროს ითხოვდა.
http://soccerday.ge
|
ნანახია: 991 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|