ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივნისი » 08
დღეს ვლადიკავკაზის "ალანიაში" პირველად ივარჯიშა ქართველმა მცველმა ოთარ ხიზანეიშვილმა. 28 წლის მცველი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რუსეთის პრემიერ-ლიგის კლუბში სინჯებს გადის და მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი სეკრების დასრულების შემდეგ გადაწყდება.
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
საფეხბურთო კლუბი თბილისის "დინამო" ჩემპიონატის დასრულების შემდეგ
გუშინ პირველად შეიკრიბა. გუნდი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და
ოთხშაბათიდან ორჯერად ვარჯიშებზე გადავა.
გუნდი, როგორც მის პრესატაშემ - გიგა გვენცაძემ გვითხრა, გერმანიაში
აღარ წავა შეკრებაზე, ვინაიდან მათ ადრეულად უწევთ ევროპის ლიგის
საკვალიფიკაციო გათამაშებაში ჩართვა და თბილისში, დიღმის საწვრთნელ
ბაზაზე მოემზადება.
"გერმანიაში აღარ მივდივართ. გუნდი აქ მოემზადება. ის გუნდები,
რომლებთანაც ჩვენ გვსურდა სპარინგ მატჩები, ვეღარ ახერხებენ ამ მატჩების
გამართვას, ამიტომ მიზანშეწონილად აღარ მიგვაჩნია ჩვენი გერმანიაში
წასვლა. რაც შეეხება ახალ ფეხბურთელებს, რამდენიმე ახალწვეული გავსინჯეთ
და უახლოეს დღეებში გადაწყდება მათი დატოვება-არდატოვების საკითხ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
როგორც "ტორპედოს" პრესსამსახურის უფროსმა, ბატონ რამაზ ჩხიკვაძემ გვამცნო, "ტორპედოში" შემდეგი ფეხბურთელები ჩაირიცხნენ: მაქსიმე ქვილითაია("ლოკომოტივი"), ნიკა კვასხაძე("გაგრა"), დაჩი ფოფხაძე(ცხინვალის "სპარტაკი"), თენგიზ ჩიკვილაძე,("დინამო" თბ), <
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თბილისის "ვიტ ჯორჯია", ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის უკრაინის ქალაქ-კრიმტეპლიცაში (ყირიმი) მოემზადება. გელა გომელაურის სიტყვებით, გუნდი 9 ივნისს შეიკრიბება და მეორე დღეს თბილისში, "ავაზას" სტადიონზე განაახლებს ვარჯიშებს. 25 ივნისს კი კრიმტეპლიცაში გაემგზავრება, სადაც გუნდი 2 კვირის მანძილზე ივარჯიშებს. თბილისში 9 ივლისს დაბრუნდებიან. წინა წლებში, "ვიტ ჯორჯია" აღნიშნულ ქალაქში შეკრებაზე უკვე ნამყოფია. ბექა დოგრაშვილი
შესახებ: |
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ილიან კანდელაკი კვლავ გრაცის "შტურმის" ღირსებას დაიცავს. აღსანიშნავია, რომ კანდელაკმა გასული სეზონი საკმაოდ კარგად და სტაბილურადაც ჩაატარა და გუნდის მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ქართველი ფეხბურთელი სწორედ იმ მოთამაშეების რიცხვში არის, რომლებიც მომდევნო სეზონში გუნდის ბირთვი უნდა წარმოადგინონ.
თორნიკე ცირამუა
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|