ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 20.08.2019, 17:08


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 28 » ამხანაგური: 'ვიტ ჯორჯიას' პირველი მატჩი უკრაინაში ...
16:15
ამხანაგური: 'ვიტ ჯორჯიას' პირველი მატჩი უკრაინაში ...

http://upload.wikimedia.org/wikipedia/de/thumb/9/97/FC_WIT_Georgia.svg/800px-FC_WIT_Georgia.svg.png

 უკრაინულ შეკრებაზე მყოფმა 'ვიტ ჯორჯიამ' პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ჩვენი გუნდის მეტოქე უკრაინის უმაღლესლიგელი სიმფეროპოლის 'ტავრია' იყო. შეხვედრა ევპატორიაში, უკრაინის ოლიმპიური ნაკრების ბაზაზე ჩატარდა, 'ვიტ ჯორჯია' 1:2 დამარცხდა.

 მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, 'ვიტ ჯორჯია' რიგიანად გამოიყურებოდა. მე-2 წუთზე გიორგი ჯანელიძემ კუთხური მოაწოდა, ვახტანგ კვარაცხელიამ თავით დაუგდო ბურთი დავით ლომაის და 'ვიტ ჯორჯიაც' დაწინაურდა.

 'ტავრიამ' ანგარიში მე-11 წუთზე გაათანაბრა: პენალტი კოვპაკმა გამოიყენა.

 უნდა აღინიშნოს, რომ მსაჯობა ვერ იყო სანიმუშო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როცა არბიტრმა ჯერ გურამ ადამაძე გააძევა, მერე კი დავით მაისაშვილი. რადგან მატჩი ოფიციალური არ იყო, გაძევებული ფეხბურთელის შეცვლა ნებადართული გახლდათ.

 'ტავრიამ' მეორე გოლი 63-ე წუთზე გაიტანა, თავი კურილოვმა გამოიჩინა.

 საგოლე მომენტები 'ვიტ ჯორჯიასაც' ჰქონდა, ჯანელიძემ და ლომაიამ ბურთი ძელს გაარტყეს.

 'ვიტ ჯორჯია':    მიქაბერიძე - ხურცილავა (ჭანკვეტაძე 85), ლომაია, ადამაძე (კასრაძე 32), ბეჭვაია (ღანიაშვილი 77) - ვასაძე, მაისაშვილი (კორიფაძე 40, როსტიაშვილი 75), გურეშიძე (გოგიაშვილი 86) - ჯანელიძე (ბერიაშვილი 81), ლიპარტია (ზაქრაძე 80) - კვარაცხელია (ჩიმაკაძე 54).

 მომდევნო საკონტროლო შეხვედრას 'ვიტ ჯორჯია' 30 ივნისს  გამართავს იალტაში ლუცკის 'ვოლინთან'.


ნანახია: 575 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2019
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!