სკოლბურთი 2010–ის გათამაშება 27 ივნისს, ბათუმში ზუგდიდის #4 საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
ფინალურ
შეხვედრაში ერთმანეთს ბოლნისის #1 საჯარო სკოლა და ზუგდიდის #4 საჯარო
სკოლა დაუპირისპირდნენ. მატჩი ზუგდიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0
დასრულდა.
ფინალურ
შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ესწრებოდნენ.
სკოლბურთი 2010–ის გათამაშების ბომბარდირი 10 გატანილი გოლით, ზუგდიდელი დიმიტრი თუთბერიძე, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ნიკა ლაშხია გახდა.
სკოლბურთის
წლევანდელ გათამაშებაში რეკორდულად ბევრი 13 000 მოსწავლე მონაწილეობდა,
სფფ–სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი
არაერთი წელია, რაც წარმატებით მიმდინარეობს, იგი ფეხბურთის მასობრიობის
გაზრდისა და პოპულარიზაციისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტია.
სფფ–ს პრესსამსახური
|