ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივნისი » 01
მსოფლიოს ისტორიის და
სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ ახალი საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა,
რომელშიც კვლავინდებურად მსოფლიოს მოწინავე 350-კლუბია შეყვანილი.
საქართველოდან
კვლავ 4-კლუბი ფიგურირებს ამ ჩამონათვალში, მათგან კი საუკეთესო შედეგი
კვლავ თბილისის ,,დინამო''-ს აქვს, ოღონდ 11-ადგილით უკან დაიხიეს და
170-ადგილზე არიან. 228-ადგილიდან წინ წავიდა და 210-218-ადგილებს იყოფს
კიდევ 7-კლუბთან ერთად ,,ზესტაფონი'', ხოლო ჩემპიონმა ,,ოლიმპმა'' დიდი
უკუსვლა განიცადა 176-დან 220-ზე გადავიდა. თასის მფლობელმა ,,ვიტ
ჯორჯია''-მ ზესტაფონელების მსგავსად წინ წაიწია 314-ადგილიდან და
274-280-ადგილებს იყოფს სხვადასხვა კლუბებთან ერთად.
შესახებ: |
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ისრაელის ჰაიფას "მაკაბის" 24 წლის
ფორვარდი ლადო დვალიშვილი მომდევნო სეზონში შესაძლოა "ტრაპზონსპორში"
გადავიდეს.
ტრაპზონი, რომელიც თურქეთის სუპერ ლიგაში მე–5 ადგილი დაიკავა,
მზადაა ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 1 მილიონი ევრო გაიღოს. უნდა
ითქვას, რომ ისრაელის მხარეს შემოთავაზებული თანხა არ ხიბლავს და თურქული
კლუბისგან გაცილებით დიდ თანხას მოითხოვს, რადგან დვალიშვილი "მაკაბისთვის"
გაცილებით ღირებულ ფეხბურთელს წარმოადგენს.
ისე კი შეგახსენებთ, რომ ლადო
დვალიშვილის კლუბთან კიდევ 1 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ასე, რომ
ჯერ-ჯერობით არაა გადაწყვეტილი გააგრძელებს თუ არა თავის კარიერას სხვა
გუნდში.
შესახებ: |
2010 წლის 30 მაისს
საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” დაიწყო 2010-2011 წლების უეფას ევროპის ლიგის
გათამაშებაში ასპარეზობისათვის მზადება. საზაფხულო ბატალიებისათვის
ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მფლობელთა საუკეთესოდ მომზადების მიზნით,
გუნდის ხელმძღვანელობას დაგეგმილი აქვს ორი მოსამზადებელი ეტაპის
გამართვა.
როგორც მოგეხსენებათ, უეფას ევროპის ლიგის
პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა შვეიცარიულ ნიონში 21 ივნისს გაიმართება, ხოლო თავის სასტარტო
შეხვედრებს ზესტაფონელები
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ქუთაისის "ტორპედო", რომელიც საქართველოს ჩემპიონატის შემდგომ სეზონში
უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს, გუნდს გამოცდილი სპეციალისტი რამაზ მუმლაძე
უთავკაცებს. ჯერ–ჯერობით უცნობია კონტრაქტის დეტალები თუმცა, ფაქტია ასეთი
დონის სპეციალისტი "ქუთათურებს" დიდ წარმატებას მიაღწევინებს.
შეგახსენებთ, რომ მუმლაძე
წლების განმავლობაში თბილისის "ვიტ-ჯორჯიაში" მუშაობდა, ბოლო კი ვისოლი
"ავაზას" გუნდს წვრთნიდა.
თორნიკე ცირამუა fanebi.com
შესახებ: |
გუშინდელმა საღამომ საინტერესოდ და ასევე სკანდალურად ჩაიარა. ოთარ
გაბელიას შეგირდები, შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და სამი
ქულის აღება ვერ მოახერხეს. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, თუმცა რომ არა მატჩის
დასაწყისში ირაკლი კლიმიაშვილის ტრავმა, მატჩის შემდგომ ტაბლოზე აშკარად სხვა
ანგარიში იქნებოდა, რა თქმა უნდა ჩვენს სასარგებლოდ. კლიმიაშვილის გასვლამ აშკარად
დაატყო გუნდს და კარგად გამოჩნდა, რომ გაბელიას გეგმები რადიკალურად შეიცვალა.
უნდა ითქვას, რომ ხშირ მომენტებში ჯანო ანანიძე დაჩრდილული იყო, მაშინ
როდესაც პოზიციურად კარგად იყო გახსნილი და სწორ დროს, რომ გაეკეთებინათ მის
თანაგუნდელებს გადაცემები გაცილებით უკეთესი იქნებოდა.
საქართველოს ნაკრებმა
შესძლო რევაზ ბარაბის გოლის წყალობით გატანა, მაგრამ გვერდითა არბიტრის აწეულმა
ალამმა წამიერი სიხარული დაასამარა.
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|