ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 21.12.2024, 18:09


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 28 » გაბელია "ბაიაში"
17:21
გაბელია "ბაიაში"



ზუგდიდის "ბაიაში” ბევრი სიახლეა და ჯერ მთავარით დავიწყოთ: როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა "მსოფლიო სპორტს” უთხრა, "ბაიაში” იმუშავებს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცი ოთარ გაბელია –  მწვრთნელ-კონსულტანტი იქნება და ასე ვთქვათ, მეგობრული რჩევებით მოამარაგებს მშობლიური ქალაქის გუნდს. გაბელია კლუბის ოფიციალური წევრი ვერ გახდება, რადგან ნაკრებშიც მუშაობს.


რა იქნება ინვესტორის მხრივ? ქომეთიანმა გვითხრა, გადაწყვეტილია, რომ სულ მალე გენერალური სპონსორი ეყოლებათ, მაგრამ კერძოდ რომელი, ჯერ ვერ გეტყვითო. ჩვენ უკვე გვეწერა, რომ "ბაიაში” "ჯეოსელის” მისვლას ელოდნენ...

ის კი არა, "ბაია” ივლისის შუა რიცხვებიდან უცხოურ შეკრებაზე წავა. თქმა რად უნდა, სასიამოვნო ცნობაა – აქამდე, საზღვარგარეთ დაბანაკებას მხოლოდ ლიდერი ქართული კლუბები ახერხებდნენ და ისიც, ყოველთვის ვერა.

"ვარჯიში უკვე დაწყებული გვაქვს. პირველ ივლისს ბაკურიანში წავალთ ერთი კვირით, მერე ზუგდიდში დავბრუნდებით და ერთი კვირა აქ ვივარჯიშებთ. დაახლოებით, 15 ივლისიდან კი, თურქეთში, კერძოდ, ანკარაში გვინდა წასვლა. ყოველ შემთხვევაში, დაგეგმილი ასე გვაქვს”.  


და რაც შეეხება შემადგენლობაში ცვლილებებს, გუნდიდან ოფიციალურად ჯერ მხოლოდ გოგი ფიფიაა წასული. არ ჩანს ჩისამბა ლუნგუც, რომლის ასავალ-დასავალი ჯერ ვერ გაირკვა – ანუ, სადაა და რომელ კლუბში. თუმცა, ლუნგუს "ბაიასთან” გაისამდე აქვს კონტრაქტი და ასე ერთი ფეხის დაკვრით აბარგება როგორ იქნება, არ ვიცით.

ქომეთიანის ცნობით, ზუგდიდელებმა უკვე გააფორმეს კონტრაქტი ქუთაისის "ტორპედოს” სამ ყოფილ ფეხბურთელთან: მცველ კახა ჩხეტიანთან, ნახევარმცველ რომან ახალკაცთან და ფორვარდ გიორგი ნოდარის ძე ჭელიძესთან. ჩხეტიანი ბოლოს აზერბაიჯანულ "სიმურგში” იყო, ახალკაციც აზერბაიჯანში გახლდათ და რამდნიმე დღის წინათ, თითქოს გადაწყვეტილი იყო, რომ ბოლნისის "სიონში” უნდა გადასულიყო, მაგრამ სამეგრელოში წასვლა გადაწყვიტა. ჭელიძემ კი გასული სეზონი ებრაული ნეს ციონას "სეკციაში” გაატარა, მერე უკრაინის "სევასტოპოლში” აპირებდა გადასვლას, რამდენიმე დღის წინათ, "ტორპედოში” უნდა გადასულიყო, მაგრამ საბოლოოდ "ბაიაში” აღმოჩნდა.


კიდევ? ქომეთიანის გუნდში ვარჯიშობენ ნახევარმცველი ირაკლი მალიჩავა ("ვიტ ჯორჯიას” აღზრდილია), ცხინვალის "სპარტაკიდან” წასული ივანე კანდელაკი, გუნდში ელიან ბათუმის "დინამოს” ფეხბურთელ ნიკა ხუხიასაც. ცნობისთვის, კანდელაკი და ხუხია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კანდიდატები არიან. და კიდევ, "ბაიაში” ვარჯიშობს ზამირ ჯანაშია, რომელიც ადრე უკვე თამაშობდა ზუგდიდურ გუნდში. ზაზა ჯანაშიას უმცროსი ძმა ტრავმირებული იყო, მოსკოვში გაიკეთა ოპერაცია და კარგა ხანს უთამაშებელი გახლდათ. სავარაუდოდ, ზამირი მალე ოფიციალურად ჩაირიცხება "ბაიაში”.


და უცხოეთიდან ნამატზეც: "ბაიაში” ვარჯიშობს ბერძნული "არისის” დუბლებში ნათამაშები ნახევარმცველი დავით ძნელაშვილი. ქომეთიანის ცნობით, ძნელაშვილი საქართველოში დაბადებულ-გაზრდილია და 18 წლის ასაკში წავიდა სალონიკში, ამჟამად კი, 21 წლისაა და ზუგდიდში აპირებს კარიერის გაგრძელებას. ქომეთიანმა გვითხრა, ძნელაშვილი საბერძნეთის მოქალაქეაო.

http://soccerday.ge
ნანახია: 740 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!