ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 21.11.2024, 19:34


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » აპრილი » 8 » ზურაბ მენთეშაშვილი: "თუ დავიმსახურებ, ქეცბაია შანსს მომცემს"
13:16
ზურაბ მენთეშაშვილი: "თუ დავიმსახურებ, ქეცბაია შანსს მომცემს"


ზურაბ მენთეშაშვილის პრობლემის შესახებ "ლელოს" მკითხველი კარგადაა ინფორმირებული. მაინც შეგახსენებთ, რომ ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნებულმა გამოცდილმა ნახევარმცველმა "ზესტაფონთან" კონტრაქტი კი გააფორმა, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მისი სატრანსფერო ფურცელი დღემდე არ ჩამოსულა, ფეროელთა შემადგენლობაში ჯერაც დებიუტს ელის.

ახლახან მენთეშაშვილმა საზარდულის ოპერაცია გაიკეთა და უკვე ორი მიზეზის გამო ვერ თამაშობს. ამდენი უსიამოვნების მიუხედავად, იგი მომავალს იმედიანად უყურებს.

- ოპერაცია გარდაუვალი იყო თუ იძულებითი პაუზით ისარგებლე?
- სხვანაირად აღარ გამოდიოდა, სამედიცინო ჩარევის გარეშე ჩემს კარიერას სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა. ასე რომ, აქ სატრანსფერო ფურცლის ჩამოუსვლელობა არაფერ შუაშია.

- სად მიიღე ეს ტრავმა?
- ისრაელში თამაშისას. ვცდილობდი, ფონს უოპერაციოდ გავსულიყავი, მაგრამ არ გამოვიდა.

- რამდენ ხანში შეძლებ ვარჯიშისა და თამაშის განახლებას?
- სამ-ოთხ კვირაში ვარჯიშიც შემეძლება და თამაშიც. სხვა საქმეა, იურიდიული ფორმალობები როდის მომცემს მოედანზე გასვლის საშუალებას.

- რამდენად რთული გადასატანია შენთვის ეს უსიამოვნო პერიოდი?
- კიდევ კარგი, სატრანსფერო ფურცლის პრობლემას ოპერაცია დაემატა, თორემ ალბათ, ჭკუიდან გადავიდოდი. ახლა კი თავს იმით ვიმშვიდებ, რომ საზარდული თამაშის საშუალებას არ მომცემდა.

- საქართველოში დაბრუნება რამ გადაგაწყვეტინა?
- დიდი ხანია, აქედან წასული ვიყავი და ნოსტალგია მომეძალა. ძალიან მომენატრა საქართველოში ცხოვრება, ჩემს ხალხთან ურთიერთობა. "ზესტაფონისგან" საინტერესო წინადადება მივიღე და ბევრი აღარ მიფიქრია. მიმაჩნია, რომ საქართველოს საუკეთესო კლუბში მოვხვდი, რომელთან ერთადაც ბევრის მიღწევა შემიძლია.

- "ზესტაფონთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმე. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ეს კლუბი შენს კარიერაში უკანასკნელი იქნება?
- "ზესტაფონში" ამ სამ წელიწადს დიდი სიამოვნებით გავატარებ, მაგრამ ის ნამდვილად არ ვიცი, რომელი კლუბის შემადგენლობაში დავასრულებ კარიერას, რომლის დასრულებამდე ჯერ შორია და თუ ჯანმრთელობამ ხელი შემიწყო, ფეხბურთის თამაშს კიდევ დიდხანს ვაპირებ.

- საქართველოს ჩემპიონატს ხანგრძლივი განშორების შემდეგ დაუბრუნდი. რა სხვაობაა მაშინდელ და ახლანდელ დონეებს შორის?
- დიდი სხვაობა არ უნდა იყოს, დაძაბულობა და ინტრიგა კი ახლა გაცილებით მეტია. სხვა თუ არაფერი, ჩემპიონობისთვის ერთბაშად სამი გუნდი იბრძვის, მოვლენები საინტერესოდ ვითარდება ცხრილის ქვედა ნაწილშიც. მოკლედ, არცთუ ისე ხელწამოსაკრავი ჩემპიონატი გვაქვს, როგორც ბევრს ჰგონია.

- ისრაელში საქმეები თავიდან კარგად წაგივიდა, რასაც ვერ ვიტყვით იქ გატარებულ ბოლო პერიოდზე.
- თელ ავივის "ჰაპოელში" მართლაც წარმატებულად ვითამაშე და ისრაელის ჩემპიონიც გავხდი, მაგრამ მიზეზთა გამო კლუბის შეცვლამ და აშქელონის "ჰაპოელში" გადასვლამ მომიწია.
მთლიანობაში, ორივეგან ყოფნა ცუდად მახსენდება, რადგან საერთო ენა ვერც მწვრთნელებთან გამოვნახე, ვერც თანაგუნდელებთან და ვერც სხვებთან. როცა გუნდი იმარჯვებდა, ჩემი დამსახურება ყველას ავიწყდებოდა, მარცხისას კი ყველა ჩემკენ იშვერდა ხელს.

თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ ორივე "ჰაპოელში" ჩემს დონეზე ვთამაშობდი და სულაც არ მსიამოვნებდა განტევების ვაცის როლში ყოფნა. ერთი სიტყვით, ისრაელიდან წამოსვლის შემდეგ სულიერად დავისვენე. ტრავმამაც ცალკე გამაწამა და, მოკლედ, იქაურობის გახსენებაც აღარ მინდა.

- საქართველოს ნაკრებში ბოლო დროს აღარ გიძახებენ. გაქვს თუ არა დაბრუნების იმედი?
- რატომაც არა. თემურ ქეცბაია ჩემს შესაძლებლობებს კარგად იცნობს, მან ნაკრებში ორჯერ გამომიძახა კიდეც. ვიცი, რომ თემურს თვალთახედვის არეში ვეყოლები და თუ დავიმსახურებ, შანსსაც მომცემს. ძალიან კარგად ვიცი, როდის ვარ სანაკრებო ფორმაში და როდის - არა. როცა ფორმას აღვიდგენ და თამაშს დავიწყებ, შევეცდები, ნაკრებში დაბრუნება დავიმსახურო. ასეც რომ არ მოხდეს, გულს არ გავიტეხ და ეროვნული გუნდის უდიდეს ქომაგად დავრჩები.
ნანახია: 711 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!