ქართული ლეგიონის უქმეების გმირი ლევან მჭედლიძეა, რომელმაც გოლითა და
საგოლე პასით "ემპოლის" სტუმრად, ბერგამოში მოაგებინა. თავი გამოიჩინა
"ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ, რომელმაც ასევე გაამარჯვებინა
თავისიანებს. გოლები სხვა ქართველებმაც გაიტანეს...
გოლი, სხალთა, პასი და ტრავმა
სერია
ბ-ში ლევან მჭედლიძის "ემპოლი" ლიდერ "ატალანტას" ესტუმრა და 2:1 მოუგო.
ამ თამაშის გმირი ქართველი ფორვარდი იყო მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე
ნახევარ საათზე ოდნავ მეტი დაჰყო. ლევანმა საჯარიმოში დასწრებაზე ითამაშა
და მე-16 წუთზე გახსნა ანგარიში. ეს მისი მე-2 გოლი იყო სეზონში. 29-ე
წუთზე მან საგოლ პასი მიითვალა, შემდეგ კი ბარძაყი დაიშავა და მოედანი
ნაადრევად დატოვა. და რა შუაშია სხალთა? ლევანმა უჩვეულოდ აღნიშნა გოლი,
წვივსაფარი გაიძრო, რომელზეც ქართულად ეწერა "სხალთა".
ძალიან კარგად
გაისარჯა კახა კალაძე, რომლის "ჯენოამაც" 3:0 სძლია "ბრეშა
...
კითხვის გაგრძელება »