ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » აპრილი » 15
საქართველოს ნაკრებისა და კრივოი როგის "კრივბასის" ნახევარმცველმა ჯაბა
კანკავამ უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში დონეცკის "მეტალურგთან"
ვერ ითამაშა - მას ფეხზე მცირე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ჯაბას გუშინ უკრაინაში დავუკავშირდით.
- ქირურგიული ოპერაცია რატომ დაგჭირდა? -
უცებ ფეხი გამისივდა, ამტკივდა და სიარულიც გამიჭირდა. აღმოჩნდა, რომ
დამიჩირქდა და ქირურგიული ჩარევა ამიტომ გახდა საჭირო. რამდენიმე დღე ვერ
ვივარჯიშებ. მაგრამ სერიოზული არაფერია, მოედანს მალე დავუბრუნდები.
- მაინც როდის განაახლებ ვარჯიშს? -
ჭრილობის შეხორცებას რამდენიმე დღე უნდა, შაბათ-კვირის ტურსაც გამოვტოვებ
და მერე ვნახოთ, ფეხი როგორ მექნება. დაახლოებით ხუთი დღე მაინც
დამჭირდება. ასეთ დროს ჭრილობის გაკერვა არ შეიძლება, თავისით უნდა შეიკრას
პირი და მხოლოდ მერე შეიძლება ვარჯიში. ახლა საა
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უეფა-დან მოვიდა ოფიციალური
სერტიფიკატი იმის დასტურად, რომ ამიერიდან, სფფ უეფა-ს სამსაჯო კონვენციის
წევრია.
გაწევრიანების პროცესი საკმაო ხანს გრძელდებოდა და
რამდენიმესაფეხურიანი შემოწმებისა და დაკვირვების შემდეგ, უეფა-მ წევრობის
სტატუსი მოგვანიჭა.
სფფ-ს მსაჯთა განყოფილების უფროსი - ლევან ფანიაშვილი, კონვენციაში გაწევრიანების მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრა.
ლევან
ფანიაშვილი: "უეფა-ს სამსაჯო კონვენცია, სამსაჯო საქმეში ორ სფეროს
მოიცავს: მსაჯობის ორგანიზებას (ანუ როგორი უნდა იყოს სტრუქტურა) და
სწავლებას. სწავლებაში იგულისხმება როგორც რეკრუტირება, ასევე, დამწყებ
მსაჯებთან მუშაობა, დამკვირვებლების სწავლება; როგორი უნდა იყოს
ინსტრუქტორების მუშაობა და როგორი უნდა იყოს ტოპ-მსაჯებისა და მათი
ასისტენტების სწავლება; რა პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს მათი ფიზიკური
მომზადე
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში მუშაობას ევრო 2012-ის შესარჩევი
ციკლის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს. ამის შესახებ მან კვიპროსული
რადიოარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ქეცბაია ნაკრებში მუშაობას
2014 წლის შეარჩევი ციკლის დასასრულამდე, ანუ 2013 წლის ბოლოდე
გააგრძელებს.
ქეცბაიას თქმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ახალი კონტრაქტი გაფორმებული ჯერ კიდევ არ არის.
"ოთხწლიან
თანამშრომლობაზე მოვილაპარაკეთ, თუმცა კონტრაქტი ჯერ არ გაგვიფორმებია.
მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ, რადგან ხალხის მხრიდან
ფეხბურთის სიყვარულს ვგრძნობ. რისკზე წასვლა მომწონს, ეს ჩემს ხასიათში
ზის. მსურს საქართველოს ნაკრები ჩიხიდან გამოვიყვანო და მასთან ერთად რაც
შეიძლება მეტ წარმატებას მივაღწიო. პრობლემები არის, მაგრამ ჩემი სამუშაო
მომწონს."
ქეცბაიას მიმდინარე კონტრაქტი 2011 წლამდე
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|