ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » აპრილი » 26
საქართველოს 17- წლამდე ნაკრებმა გუნდმა პირველი შეხვედრა გამართა
ასტანაში, ყაზახეთის "პრეზიდენტის თასზე". ვასილ მაისურაძის გუნდის პირველი
მეტოქე, სომხეთის ნაკრები გახლდათ. შეხვედრა თბილისის დროით დილის 10:00
საათზე, სტადიონ "ასტანა არენაზე" დაიწყო. გოლუხვი შეხვედრა საქართველოს
ნაკრების გამარჯვებით - 5:3 დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ
ანგარიში სომხებმა გახსნეს, მაისურაძის გუნდს უდიდესი სათამაშო უპირატესობა
ჰქონდა. მეტოქეთაგან გოლები ვარდან ბაკალიანმა (8 წთ), ედგარ არუთინიანმა
(68 წთ) და ჰამლეტ ასოიანმა (72 პენ) გაგვიტანეს.
მატჩში დუბლი
შეასრულა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა დავით მაკარაძემ. ის
თერთმეტმეტრიანი კი, რომელიც ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა სომხების კარში გაიტანა,
სწორედ, მაკარაძემ გამოიმუშავა.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ათი
კაცით ჩაამთავრა. 72-ე წუთზე, უხეში თამაშისთვის მსაჯმა მოედნიდან ნიკ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ლევან კობიაშვილის ბერლინის "ჰერტამ"
გერმანული ბუნდესლიგის საგზური ოფიციალურად გაიფორმა. მეორე ბუნდესლიგის
31-ე ტურის შეხვედრაში ბერლინელებმა "დუისბურგი" სტუმრად მინიმალური
ანგარიშით 1:0 დაამარცხეს და 68 ქულა მოაგროვეს.
დედაქალაქელები მე-3-ე ადგილზე მყოფ "ბოხუმს" უკვე 12 ქულით უსწრებენ, აღნიშნული სხვაობის სამ ტურში აღმოფხვრა კი შეუძლებელია.
კობიაშვილმა
"დუისბურგთან" მატჩი სრულად ჩაატარა. ლევანმა "ჰერტას" შემადგენლობაში
მიმდინარე სეზონში სულ 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდს მნიშვნელოვნად
დაეხმარა.
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|