ზესტაფონში უკვე იგრძნობა, რომ ხვალ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩია: "ზესტაფონი" - "ფაეტანო". დღეს 12:00 სთ-ზე დაიწყო ბილეთების გაყიდვა და ყველას სალაროებისკენ ეჩქარებოდა. ამ თამაშზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 (აღმოსავლეთ ტრიბუნაზე) და 7 (დასავლეთ ტრიბუნაზე) ლარია. ბილეთების შოვნა უკვე ჭირს. ცოტა ხნის წინ დაამთავრა ვარჯიში "ზესტაფონმა" დავით აბაშიძის სახ. ცენტრალურ სტადიონზე. მინდვრის საფარი იდეალურ მდგომარეობაშია. იმერლებს ხვალინდელ მატჩში წარმატებებს ვუსურვებთ. აქვე გთავაზობთ დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ ვიდეოს.