მთავარი » 2010»ივნისი»11 » 12 ივნისი: "ზესტაფონი"-"ვიქტორია" (ჩეხების სტატია იმერლებზე)
21:02
12 ივნისი: "ზესტაფონი"-"ვიქტორია" (ჩეხების სტატია იმერლებზე)
12.06.10
"ზესტაფონი" "ვიქტორია"
მოგეხსენებათ, "ზესტაფონი" ტიროლის (ავსტრია) დაბა სანტ ულრიხში გადის უეფას ევროპის ლიგის გათამაშებისათვის მზადების მეორე მოსამზადებელ ეტაპს. იმერლებს დაგეგმილი აქვთ 4 ამხანაგური შეხვედრა. პირველი მატჩს "ზესტაფონელები" გამართავენ ხვალ პლეზენის (ჩეხეთი) "ვიქტორიას" წინააღმდეგ. ჩეხური კლუბის ოფიციალური საიტი წერს: "მიუხედავად იმისა, რომ "ზესტაფონს" ხანმოკლე (2004) ისტორია აქვს, საქართველოს ჩემპიონატში საკმაოდ კარგად გამოდის. 2008 წელს "ზესტაფონი" გახდა საქართველოს ჩემპიონი. ამ ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე ქართული გუნდი იმყოფებოდა ესპანეთში, სადაც ამხანაგურად გაეჯიბრა პრაღის "სპარტას" და დამარცხდა ანგარიშით 1:2. ხვალინდელ მეტოქეს ყველაზე კარგად, ალბათ დიმიტრი ტატანაშვილი იცნობს, რომელიც "ვიქტორიაში" თამაშობდა. ქართველი თავდამსხმელი ამბობს: "მე სამჯერ შევხვდი საქართველოს თასის ფინალში "ზესტაფონს" და აქედან ორჯერ გავიმარჯვე. ვიცი, რომ ეს არის ახალგაზრდა და ამბიციური გუნდი. მაგრამ უკვე ორი წელი გავიდა, რაც საქართველოში აღარ ვთამაშობ და ბევრი არაფერი ვიცი, თუ რას წარმოადგენს ახლა გუნდი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ "ზესტაფონმა" წელს საქართველოს ჩემპიონატი დაასრულა მესამე ადგილზე". სტატიაში საუბარია ასევე "ზესტაფონის" ისტორიაზე. სტატიის მიხედვით, "ზესტაფონის" გამორჩეულ ფეხბურთელებად ითვლებიან ჯაბა დვალი და ნიკოლოზ გელაშვილი, რომლებიც დაჯილდოვებული არიან ბომბარდული თვისებებით. მათ არაერთხელ დაუმწუხრებიათ "ზესტაფონის" მეტოქეები ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზე. გუნდში თამაშობს ერთი ლეგიონერი-სომხეთის ნაკრების მცველი კარენ მაკარიანი. საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებიდან "ზესტაფონში" სამი ფეხბურთელი ირიცხება. (ჩეხურ სტატიაში მთლად ზუსტი ინფორმაცია არ არის. საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში ამჟამად ოთხი "ზესტაფონელია": როინ კვასხვაძე, გიორგი ხიდეშელი, მურთაზ დაუშვილი და ალექსი ბენაშვილი). ბექა დოგრაშვილი