2010
წლის 12 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა შეკრების პირველი
ამხანაგური მატჩი. ზესტაფონელთა მეტოქე გახლდათ ჩეხეთის ეროვნული თასის
მოქმედი მფლობელი, ქალაქ პლზენის საფეხბურთო კლუბი ”ვიქტორია”.
შეხვედრა, რომელიც მიუნხენის მახლობლად მდებარე დაბა ეჰინგის ”ვილი ვიდჰოფის ” სტადიონზე გაიმართა, ადგილობრივი დროით 18:30 (თბილისის დროით - 20:30) საათზე დაიწყო.
ძალიან სასიამოვნო იყო ის გარემოება, რომ შეხვედრას მიუნხენში მცხოვრები
თუ მოღვაწე ქართველგულშემატკივართა ჯგუფი დაესწრო) ჩეხეთის თასის მფლობელივიქტორია” ქართველებს უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდა. ამის ფონზე, ძალიან გასაკვირი იყო ის უპირატესობა, რომელსაც მატჩის პირველ ტაიმში ქართველი ფეხბურთელები ფლობდნენ. სამჯერ გოლის გატანის აშკარა შესაძლებლობა მარტო ჯაბა დვალმა გააცუდა, იმერელთა ფორვარდს ხან მიზანმა უმტყუნა, ხანაც კარის ხაზზე სასწაულები ჩეხთა გოლკიპერმა მიხალ დანეკმა მოახდინა. გოლის გატანა თორნიკე გორგიაშვილს და ნიკოლოზ გელაშვილსაც შეეძლოთ, მაგრამ ვერც მათ გამოიყენეს ხელსაყრელი მომენტები. თუმცა ზესტაფონელთაგან დღეს თავის გამოჩენა სწორედ ამ უკანასკნელმა მოახერხა - 21-ე წუთზე შოთა გრიგალაშვილის "იუველირული" გადაცემის შემდეგ ნიკოლოზ გელაშვილი ჩეხთა საჯარიმოს მიუახლოვდა და მახვილი კუთხიდან ოსტატური დარტყმით ანგარიში გახსნა. ჩეხებმა ქართველებს პირველად 38-ე წუთზე შეუტიეს სახიფათოდ და პირველივე ცდაზე ანგარიშიც გაათანაბრეს - გოლის ავტორად იან რეზეკი მოგვევლინა.
|
|
მეორე ტაიმში გუნდებმა მთლიანად გამოცვალეს შემადგენლობები და საქმეში აუხლოესი რეზერვი გამოსცადეს.
უნდა ითქვას, რომ ქართველებმა აქაც ყველაფერში დაჯაბნეს მეტოქე, ერთადერთი
სათამაშო კომპონენტის გარდა, იმ კომპონენტისა, რომელსაც საგოლე მომენტის
რეალიზება ჰქვია.
ზესტაფონელთაგან საგოლე შეტევათა დაგვირგვინება საბა ლომიას, ნიკა
ჩიხლაძესა და ერეკლე ფილიას შეეძლო, თუმცა მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი
გავიდა და ისიც ქართველთა კარში - 75-ე წუთზე საგოლე გასროლით პლზენში დაბრუნებულმა დიმიტრი ტატანაშვილმა გამოიჩინა თავი, დასანანი მარცხი - 1-2 .
ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს :
1 ტაიმი: მამალაძე, ბენაშვილი, ხიდეშელი (კობახიძე, 39), ონიანი, ელიავა, ძარია, გორგიაშვილი, გრიგალაშვილი, აფციაური, გელაშვილი, დვალი.
2 ტაიმი: მამალაძე, დაუშვილი, ცხადაია, კობახიძე, მაკარიანი, მიქაბერიძე, ჭანკოტაძე, ფილია, გორგიაშვილი (გეწაძე, 72), ლომია, ჩიხლაძე.
შემდეგ
სპარინგ-მატჩს გუნდი 15 ივნისს უეფას თასის 2008 წლის გათამაშების
გამარჯვებულისა და რუსეთის თასის მოქმედი მფლობელის სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" წინააღმდეგ გამართავს ...
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური