2010 წლის 30 მაისს
საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” დაიწყო 2010-2011 წლების უეფას ევროპის ლიგის
გათამაშებაში ასპარეზობისათვის მზადება. საზაფხულო ბატალიებისათვის
ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მფლობელთა საუკეთესოდ მომზადების მიზნით,
გუნდის ხელმძღვანელობას დაგეგმილი აქვს ორი მოსამზადებელი ეტაპის
გამართვა.
როგორც მოგეხსენებათ, უეფას ევროპის ლიგის
პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა შვეიცარიულ ნიონში 21 ივნისს გაიმართება, ხოლო თავის სასტარტო
შეხვედრებს ზესტაფონელები 1 და
8 ივლისს გამართავენ ...
მომზადების პირველი ეტაპი, რომელიც დღეიდან
თბილისში გაიმართება და გასტანს მიმდინარე წლის 9 ივნისამდე, მიზნად ისახავს
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ფეხბურთელთა სამედიცინო შემოწმებას და მათ
ფუნქციონალურ კონდიციებზე მუშაობას.
ხოლო 10 ივნისს, მეორე მოსამზადებელი ეტაპის
გასავლელად, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გაემგზავრება ავსტრიის საკურორტო
ქალაქ სანტ-ულრიხში, სადაც იგეგმება ოთხი საკონტროლო შეხვედრის
გამართვა (12.06 - "ვიქტორია"
(პლზენი, ჩეხეთი); 15.06 - "ზენიტი" (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი); 19.06
- "რედ ბული" (ზალცბურგი, ავსტრია);
23.06 - "დინამო" (მოსკოვი,
რუსეთი)).