დღეს, 18:00 საათზე ანაკლიის პატრიოტულ ბანაკში, ბელორუსელ ახალგაზრდებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს საქართველოს U17 ნაკრები გუნდი.
გიორგი დევდარიანის ნაკრები გუნდი ორ კვირაა საწვრთნელ შეკრებას ზუგდიდის „ბაიას" ბაზაზე გადის. საწვრთნელი შეკრების ფარგლებში U17 ნაკრები
ბელორუსელ თანატოლებს დღეს ამხანაგურ მატჩში, ანაკლიის პატრიოტულ
ბანაკში, ახლად დაგებულ ხელოვნურსაფარიან მოედანზე შეხვდება.
მიმდინარე
წელს საპრეზიდენტო პროგრამა „პატრიოტის" ფარგლებში სამეგრელოში, ანაკლიის
პატრიოტულ ბანაკში ახალგარზრდების უკვე მესამე ნაკადი ისვენებს. ამ 300
კაციან ნაკადში 50 ბელორუსელი ახალგაზრდაც ირიცხება. ბელორუსელი პატრიოტები 15 ივნისს ჩამოვიდნენ საქართველოში და ანაკლიაში 25 ივნისამდე დარჩებიან.
საქართველოს U17 ნაკრები გუნდი ზუგდიდში საწვრთნელ შეკრებას 19 ივნისს დაასრულებს.
|