"იბიცას თასზე" საქართველოს U15 ნაკრებმა გუნდმა ქვეჯგუფში ზედი–ზედ მესამე შეხვედრა მოიგო.
გელა შეყილაძის ხელმძღვანელობით გუნდმა იბიცას ადგილობრივ კლუბ „პორტმანს" 0:1 სძლია. გამარჯვების გოლი გიორგი ხორხელმა გაიტანა.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
საქართველოს U17 ნაკრებმა გუნდმა დღესვე ქვეჯგუფის მესამე მატჩი ითამაშა და გამანადგურებელი ანგარიშით 10:0 დაამარცხა ს.კ. "პენა დეპორტივო".
ხუთი გოლი გიორგი ჯავახიშვილმა გაიტანა, თითო გოლი, კი გურამ სამუშიამ, ლუკას ჰუფნაგელმა, გიორგი პაპუჩელაშვილმა, ბაჩანა არაბულმა და გიორგი ფანცულაიამ გაიტანეს.
სფფ–ს პრესსამსახური
|