ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » აპრილი » 30 » U14-ის სასტარტო გამარჯვება და ხუთი გოლი
15:28 U14-ის სასტარტო გამარჯვება და ხუთი გოლი |
29 აპრილი "ლენარტ იოჰანსონის თასზე" საქართველოს 14-წლამდე ნაკრებმა
მაქსიმალურად დადებითი შედეგით დაასრულა. ფინურ "ჰიკი"-სთან 5:1 მოგებული
სადებიუტო შეხვედრის შემდეგ, გოჩა ტყებუჩავას გუნდმა, ლუკა ვარძელაშვილის
გოლის წყალობით 1:0 სძლია დანიურ "ლინგბის".
30 აპრილს,
14-წლამდელებს, ალბათ, ჯგუფში ყველაზე სერიოზული დაპირისპირება ელის.
თბილისის დროით 12:00 საათზე, ქართველები იტალიურ "მილანს" შეხვდებიან.
ამავე საღამოს, უკვე ფლეი-ოფის მატჩები გაიმართება.
რაც
შეეხება ნოდარ აკობიას 15-წლამდელებს, დღის პირველ შეხვედრაში, ავსტრიულ
"შტურმთან" მინიმალური ანგარიშით - 1:0 დამარცხების შემდეგ, საღამოს მატჩში
- ფინური "ჰონკა"-ს წინააღმდეგ, 15-წლამდელები უფრო მობილიზებულები და
მოტივირებულები ჩანდნენ, რაც ანგარიშშიც აისახა - 4:0 U15-ის სასარგებლოდ.
თამაშის
დებიუტშივე, ქართველმა ფეხბურთელებმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი
შექმნეს. ანგარიში კი, მე-9 წუთზე, გურამ გოშთელიანმა გახსნა. მე-12 წუთზე,
გიორგი ჯობავამ ანგარიში ორამდე გაზარდა, როცა საჯარიმოში მახვილი
კუთხიდან შეიჭრა, ორი მცველი მოატყუა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. 23-ე
წუთზე, გურამ გოშთელიანმა დუბლი შეასრულა და ქართველებმა ტაიმი 3:0 მოიგეს.
აკობიას
გუნდმა უპირატესობა მეორე ტაიმშიც შეინარჩუნა. ტაიმის მე-19 წუთზე კი,
გიორგი წივილაშვილმა მეოთხე ბურთი გაიტანა ფინელების კარში და საბოლოო
ანგარიში დააფიქსირა - 4:0.
U15-ის მომდევნო მეტოქე ამსტერდამის "აიაქსია". მატჩი ამ დროისთვის მიმდინარეობს.
|
ნანახია: 1120 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|