გუშინ, თურქულ შეკრებაზე ორი "ქართული" გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს. საუბარია აზერბაიჯანულ "ინტერსა" და თურქულ "კაისერსპორზე".
მოგეხსენებათ, რომ ორივე აღნიშნული კლუბის თავკაცი ქართველი გახლავთ -
შოთა არველაძე და კახაბერ ცხადაძე. ამასთანავე, ორივე გუნდში ჯამში
რამოდენიმე ჩვენი თანამემამულე ირიცხება.
როგორც აზერბაიჯანული ჩემპიონის ოფიციალური საიტი იტყობინება, შეხვედრა
ფრედ 3:3 დასრულდა. თუმცა, გაურკვეველია იმ ქართველი ფეხბურთელების ვინაობა
ვინც აღნიშნულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
goli.ge
|