ქართული
ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე, 18 წლის ჯანო ანანიძეზე, აჟიოტაჟი არ
ცხრება და უნდა ითქვას, რომ ამ აჟიოტაჟით, როგორც ხშირად სჩვევიათ
ქართველებს, ცოტა ნაადრევად ვკრავთ ჭერში ქუდებს. ჩვენ ორი უკიდურესობის
ხალხი ვართ.ეს თვისება ყველგან და ყველაფერში აჩრდილივით დაგვდევს, რაც
ხშირად გამხდარა ჩვენი არაობიექტური და ნაჩქარევი დასკვნების საწინდარი.
ანანიძის შემთხვევაში, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ უკიდურესობას ვაწყდებით -
ნიჭიერი ჭაბუკის უსაზღვრო ქება-დიდებასა და ცამდე აყვანას. ამ
ვარსკვლავურმა ავანსებმა კი, შესაძლოა, დათვური სამსახური გაუწიოს ქართული
ფეხბურთის მომავალს.ძალიანაც კარგი, გულწრფელად გვიხარია თანამემამულის
წარმატება და მომავალშიც გაგვიხარდება. არც ქება გვენანება მისთვის, რადგან
იმსახურებს ბიჭი და ალალი იყოს. თუმცა, რომ შეხვიდეთ ქართულ საიტებზე და
ნახოთ ნაწილი
...
კითხვის გაგრძელება »