ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » იანვარი » 05
"ვოლგას" ქართველი ნახევარმცველი გოგიტა გოგუა რუსული სპორტული ვებგვერდის,
Sportbox.ru-ს ჟურნალისტს ნიჟნი ნოვგოროდის კლუბში გადასვლის
გადაწყვეტილების შესახებ ესაუბრა და მისი ყოფილი გუნდის, ნალჩიკის
"სპარტაკის" მთავარი მწვრთნელის, იური კრასნოჟანის "ლოკომოტივის" თავკაცის
პოსტზე დანიშვნაზეც გააკეთა კომენტარი.
- როდის მიიღეთ "ვოლგასგან" შემოთავაზება? - სადღაც ნოემბრის ბოლოს. დიდ ხანს ვფიქრობდი? არა, გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე.
თეთრაძეს
ხომ უკვე რამდენიმე წელია ვიცნობ. ის "სატურნში" თამაშის დროს გავიცანი.
მას შემდეგ კონტაქტი არ გაგვიწყვეტია. ჩვენ ძალიან თბილი ურთიერთობა
გვაქვს.
"სპარტაკთან" კონტრაქტი 2010 წლის ბოლოს მიმთავრდებოდა,
ასე რომ, ახალ გუნდში გადასვლაში ხელს არაფერი მიშლიდა. მთავარი მიზეზი,
რის გამოც ნალჩიკი დავტოვე, სიტუაციის გამოცვლის სურ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას შეუდგა ლევან კობიაშვილის "ჰერტა",
თუმცა წლის პირველ ვარჯიშზე ჩვენებური არ გამოჩენილა - კობიაშვილს გრიპი
აქვს და როგორც ექიმები აცხადებენ, ვარჯიშს ამ დღეებში განაახლებს.
ჩვენი
ნაკრების კიდევ ერთ წევრი ლევან ყენია კი უკვე მწყობრშია და გუნდთან ერთად
ვარჯიშობს. იგი მოსამზადებელ შეკრებაზე თურქეთშია. გელზენკირხენის "შალკე"
ბელექში სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - 7 იანვარს "ტრაბზონსფორთან",
9-ში "ქარაბუქსფორთან", 12-ში კი "ესქიშეჰირსფორთან".
"ხუმარების"
თავკაცი ფელიქს მაგათი ყენიაზე დიდ იმედს ამყარებს, მას მეორე წრისთვის
ამზადებს და შესაძლოა, სამივე საკონტროლო შეხვედრაში ათამაშოს. "შალკე"
სეზონს 15 იანვარს "ჰამბურგთან" საშინაო შეხვედრით განაახლებს.
შესახებ: |
თბილისის "დინამო" დიდი ცვლილებების მოლოდინშია. თუმცა კლუბის ჯერაც
არაოფიციალური ახალი მეპატრონე რომან ფიფია და ხელმძღვანელები, მურთაზ
შელია და მიხეილ ჯიშკარიანი მნიშვნელოვან საკადრო ნაბიჯებზე არაფერს
ამბობენ. ფიფია კლუბის გადაფორმების შემდეგ გეგმავს დიდ საკადრო
ცვლილებებს.
ჯერ კლუბში ოფიციალურად არც რამაზ მუმლაძის მისვლა
დასტურდება. თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ კახა კაჭარავამ "დინამოს"
დუბლებში მუშაობა შესთავაზა.
სიახლეა მხოლოდ სამედიცინო პერსონალში
- ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ ცნობილმა ექიმმა მერაბ ვარძუკაშვილმა
გია მაზავრიშვილი შეცვალა. იგი ბოლო წლებში საქართველოს ახალგაზრდული
ნაკრების ექიმი გახლდათ.
ჯერ არ გადაწყვეტილა, დარჩება თუ არა
კლუბში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია. დეკ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|