ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 18.06.2019, 14:40


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » იანვარი » 12


არჩევნები ჩაშლას `გადაურჩა`როგორც იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს 22 იანვარს აირჩევენ. 

დღეს საპრეზიდენტო განაცხადების შეტანის ბოლო ვადა იყო, დღეს დედლაინამდე 20 წუთით ადრე მოქმედმა პრეზიდენტმა - ზვიად სიჭინავამ თავისი კანდიდატურა დააყენა ისევ პოსტზე და ის ერთადერთი იქნება 22 იანვარს, ვისი არჩევაც დელეგატებს მოუწევთ. 

ორი დღეა ქართული მედია და საზოგადოება "შიშმა მოიცვა", რომ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები ჩაშლის საფრთხის წინაშე იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, "გადავრჩით" და სიჭინავას კვლავ ერთსულოვნად აირჩევს ქართული საფეხბურთო ელიტა.  
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 511 | დაამატა: Administrator | თარიღი: 12.01.2011 | კომენტარები (0)



თბილისის "დინამომ” იმ ხუთი გუნდის ვინაობა დაადგინა, რომელსაც თურქეთში შეკრების განმავლობაში დაუპირისპირდება. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი იუწყება.

დინამოელები საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის ანთალიაში მოემზადებიან. ისინი ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "კრემლინში” იცხოვრებენ და ორჯერად ვარჯიშებთან ერთად, 5 საკონტროლო შეხვედრასაც გამართავენ.
მატჩების სავარაუდო გრაფიკი ასეთია:

26 იანვარი დინამო – სპარტაკი /ნალჩიკი, რუსეთი/მე-6 ადგილი
28 იანვარი დინამო – სევასტოპოლი /უკრაინა/მე-15 ადგილი
30 იანვარი დინამო – ვოლინი /ლუცკი,უკრაინა/მე-6 ადგილი
1 თებერვალი დინამო – ოსიეკი /ხორვატია/მე-11 ადგილი
3 თებერვალი დინამო – ზარია /ლუგანს ... კითხვის გაგრძელება »

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 524 | დაამატა: Administrator | თარიღი: 12.01.2011 | კომენტარები (0)



დღეს ფიფას ოფიციალურ საიტზე ეროვნული საფეხბურთო გუნდების მორიგი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელიც უწინდელისგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა, ჩვენდა გასახარად, საქართველოს ნაკრებს კვლავ წინსვლა აქვს და ამჯერად 72-ე პოზიციას პოლონეთთან ერთად იკავებს.

რჩეულთა ათეულში ცვლილება მხოლოდ ევრო 2012-ის შესარჩევ ჯგუფში ჩვენმა მეტოქემ, ხორვატიის ეროვნულმა გუნდმა განიცადა, რომელმაც ეგვიპტის ნაკრებს ადგილი შეუცვალა და მეათე პოზიციიდან მეცხრეზე გადაინაცვლა.

"ფიფა კოკა-კოლას" რეიტინგს კვლავინდებურად მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი ლიდერობს, მას კუდში მუნდიალის ფინალისტი ჰოლანდია და გერმანია მოჰყვებიან.

როგორც ფიფას ოფიციალური საიტი იუწყება, რეიტინგის ზემო ნაწილში უცვლელი ვითარება იმითაა განპირობებული, რომ ბოლო თვეში წამყვან გუნდებს მატჩები არ ჩაუტარებიათ.

... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 567 | დაამატა: Administrator | თარიღი: 12.01.2011 | კომენტარები (0)



ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ სამდივნოში ფედერაციის პრეზიდენტობის არც ერთი კანდიდატის განაცხადი არ შესულა. განაცხადების წარდგენის ვადა დღეს, 18.00 საათზე იწურება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გენერალური სამდივნოს უფროსმა, რევაზ შენგელიამ განუცხადა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ სამდივნოს 33 წევრიდან 20 მხარს უჭერს მოქმედი პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას კანდიდატურას.

"ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში, ფედერაციის პრეზიდენტად კვლავ ზვიად სიჭინავას აირჩევენ", - განმარტა შენგელიამ.

თუმცა, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი კანდიდატურის წარდგენაზე ამ დრომდე თავს იკავებს.

ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 22 იანვრისთვის არის დანიშნული. რევაზ შენგელიას თქმით, თუ ფედერაციის სამდივნოში დღეს საღამომდე არც ერთი კანდიდატის განაცხადი არ შევიდა, არჩევნები გაურკვეველი ვადით ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 534 | დაამატა: Administrator | თარიღი: 12.01.2011 | კომენტარები (0)


ვინ გაიტანა ქართველ ლეგიონერთაგან ყველაზე მეტი გოლი 2010 წელს? რომელმა ჩვენებურმა მოირგო შარშან ერთბაშად სამი უცხოური კლუბის მაისურა? ვინ იყო ყველაზე სკანდალური, სტაბილური, ვისი კარიერა წავიდა აღმა და ვისი არა. ამ და სხვა კითხვებზე ამომწურავ პასუხს ქართული ლეგიონის წლის მიმოხილვიდან მიიღებთ. ქართულ მედიაში მსგავსი პროექტი არ გვახსენდება, ამიტომაც მცირე უზუსტობებისგან დაზღვეულნი არ ვართ. საერთო ჯამში, ჩვენ ხომ ასამდე ინტერნეტ-რესურსი გამოვიყენეთ. აქვე ვიტყვით, რომ ლეგიონერების გარჯას მხოლოდ ჩემპიონატში, ქვეყნის თასსა და ევროთასებზე აღვნუსხავთ, სხვა სახის ტურნირები კი არ ჩაგვითვლია. ლეგიონერები კი, ჩვენი აზრით, ყველაზე ობიექტური პრინციპით დავახარისხეთ - უეფას საკლუბო კოეფიციენტთა ცხრილის მიხედვით. მაშ ასე, როგორი იყო 2010 წელი ქართველი ჯვაროსნებისთვის?

... კითხვის გაგრძელება »

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 533 | დაამატა: Administrator | თარიღი: 12.01.2011 | კომენტარები (0)



ქართული კლუბებიდან რჩეული ფეხბურთელების მიგრაცია არავისთვის არაა სიახლე, მით უმეტეს, თუ ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში უთამაშია და თანაც ახალგაზრდაა. გუშინ გავიგეთ, რომ ზესტაფონელი ნიკოლოზ გელაშვილი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ლეგიონერთა რიცხვს შეუერთდება. ბუნებრივია, ვითარებაში გარკვევას შევეცადეთ და თავდაპირველად თავად ფეხბურთელს დავუკავშირდით. ნიკამ ჩვენი ინფორმაცია გაიკვირვა. მოგვიანებით კლუბშიც დავრეკეთ და გვითხრეს, რომ ნიკას კონტრაქტი აქვს კლუბთან და ამ ეტაპზე მისი ტრანსფერის საკითხი არ განიხილება.

კლუბის ოფიციალური პოზიცია გასაგებია, მაგრამ ზესტაფონელთა მეგოლის შესახებ ჩვენ სხვადასხვა ინფორმაცია გვაქვს. ერთი წყაროს მტკიცებით, გელაშვილი გუნდთან ერთად გაემგზავრება ესპანურ შეკრებაზე, მარბელას თასზეც ითამაშებს და ახალ გუნდში მერე გადავა. მისით დაინტერესებული კლუბი სწორედ მარბელას თასის ე ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 459 | დაამატა: Administrator | თარიღი: 12.01.2011 | კომენტარები (0)



საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ ტრავმის მოშუშების შემდეგ ახალი წელიწადი კარგად დაიწყო. 6 და 9 იანვარს, შინ "ლაციოსთან" და სტუმრად "ჩეზენასთან" კალაძემ ჩინებულად ითამაშა და რომაელებთან მატჩის შემდეგ ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

კახას ასეთი თამაში დაფასდა, მისი სატრანსფერო ფასი 200 ათასი ევროთი გაიზარდა და ახლა 1.7 მილიონ ევროს შეადგენს.

ჩვენებური კი გამოირჩა, მაგრამ მას "ჯენოას" ცხრილში საიმედო ადგილი ნამდვილად არ უჭირავს. კალაძის გუნდს ბოლო ორ ტურში გოლი არ გაუშვია, მაგრამ ვერც გაიტანა. "ჯენოას" ლუკა ტონის დაშავების შემდეგ თავდასხმაში უჭირს და ქართველმა მცველმა პრესას განუცხადა, თავდამსხმელი გვინდაო.

ამაზე კლუბის მესვეურები უკვე ზრუნავენ, არაერთი კანდიდატურა დასახელდა და ალბათ გუნდს მალე თავდამსხმელიც შეემატება. ამასობაში კი გენუელებს "ფიორენ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 529 | დაამატა: Administrator | თარიღი: 12.01.2011 | კომენტარები (0)

რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2019
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!