ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » აპრილი » 21 » თემურ ქეცბაიამ ევროპული შეკრება გადაიფიქრა
16:57 თემურ ქეცბაიამ ევროპული შეკრება გადაიფიქრა |
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას
გადაწყვეტილებით, ხორვატიაში გასამართ მატჩისწინა შეკრებას გუნდი მთლიანად
საქართველოში გაივლის.
როგორც მოგეხსენებათ, "ჯვაროსანთა" თავკაცი
წინასახორვატიო შეკრების გარკვეული ნაწილის გავლას ევროპაში ფიქრობდა;
თუმცა, მან გადაწყვეტილება შეცვალა.
ეროვნული გუნდი სფფ-ის ტექნიკურ
ცენტრ "ბასაზე" 20–21 მაისიდან შეიკრიბება. შეკრებას ის ფეხბურთელები
დაიწყებენ, ვისაც იმ დროისთვის შიდა ჩემპიონატები დამთავრებული ექნებათ.
ვინაიდან, რუსეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების უმრავლესობა ჩემპიონატის
ბოლო ტურის მატჩებს 29-30 მაისს ითამაშებს, ისინი ნაკრებს თბილისში
შეუერთდებიან და ხორვატიაში გუნდთან ერთად გაემგზავრებიან.
დღევანდელი ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები სპლიტში 2 ივნისს, ჩარტერული რეისით გაფრინდებიან.
სფფ-ის პრესსამსახური
|
ნანახია: 859 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|