ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               კვირა, 24.11.2024, 16:14


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » აპრილი » 3 » თემურ ჭყონია: "დინამოში" დაწყებულმა პროცესებმა დამაიმედა"
18:23
თემურ ჭყონია: "დინამოში" დაწყებულმა პროცესებმა დამაიმედა"


1995 წელს "კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯია” საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის სპონსორი გახდა და ასე გრძელდებოდა რამდენიმე წელი. ტურნირი ამ კომპანიის სახელით ტარდებოდა, გამარჯვებულები კი ევროპულ ტურნირებზე მიემგზავრებოდნენ. "კოკა-კოლას” ჩემპიონატის ფინალში ბევრ ცნობილ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია, ფინალები კი ბევრ მაყურებელს იზიდავდა, რადგან ეროვნული სტადიონი მასპინძლობდა, 15-16 წლის ბავშვები კი ისეთ ნიჭს ავლენდნენ, გულგრილი ვერ დარჩებოდი.

შემდეგ "კოკა-კოლა ბოთლერს ჟორჯია” ფეხბურთის ფედერაციის სპონსორიც გახდა, მაგრამ მერე კომპანიის პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ ფეხბურთზე ხელი ჩაიქნია, თუმცა ფეხბურთისკენ კვლავ გამოიხედა და ისევ ბავშვების ტურნირს, "სკოლბურთს” უსპონსორებს.

ცხადია, დავინტერესდით, ხომ არ აპირებს ბატონი თემური ეროვნულ ნაკრებთან თანამშრომლობას ან საქართველოს ჩემპიონატის ინვესტირებას და მივადექით თემას - ბიზნესი და ქართული ფეხბურთი.

- ეროვნული ნაკრების სპონსორობას არ აპირებთ?
- ჯერჯერობით თავს ვიკავებთ და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნვა გვიჯობს. ფეხბურთის მიმართ ინტერესი ისევ გაგვიჩნდა და ჩამოვყალიბდებით. "სკოლბურთთან” ჩვენი პარტნიორობა უვადო იქნება, ტურნირის ორგანიზებისთვის კი კომპანიის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამოვყავით.

- ფეხბურთი ბიზნესისთვის თითქმის ყველა ქვეყანაში მომგებიანია, საქართველოში კი ჯერაც წამგებიანია. საინტერესოა ბიზნესმენის აზრი - რატომ არის ასე?
- ფეხბურთი მართლაც ბევრგან არის მომგებიანი, მაგრამ არა ყველგან. მაგალითად, როდესაც თურქეთში ფეხბურთის განვითარება დაიწყეს, მაშინ წამგებიანი იყო, ტრანსფერებში დღევანდელივით მილიონებს არ იხდიდნენ, არც სატელევიზიო კონტრაქტებისთვის იმეტებდნენ. მაგრამ საამისოდ საფუძველი ჩაყარეს, შემქნეს ინფრასტრუქტურა და შედეგად მიიღეს უძლიერესი ლიგა. ჩვენც ეს გზა უნდა გავიაროთ და მერე ბიზნესი ფეხბურთში სიამოვნებით მივა.

- თქვენი აზრით, ქართული ფეხბურთი კომერციალიზაციის გზას მაინც თუ ადგას?
- როგორ არა, მაგრამ ჯერ ფეხბურთის განვითარების საწყის ეტაპზე ვართ. ასეა ყველა სფეროში, სპორტშიც, წარმოებაშიც, მენტალიტეტშიც.

- პრესკონფერენციაზე თქვით, რომ ნაკრებს არ უსპონსორებთ. უცნაური პირდაპირობაა და იქნებ, მიზეზი გვითხარით?
- რატომ გვენატრება 1981 წლის 13 მაისის წარმატება, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ნაკრების გასვლა? იმიტომ, რომ ქართველებს ფეხბურთში დიდი ამბიცია გვაქვს, გვახსოვს უდიდესი ვარსკვლავები, მესხი, მეტრეველი, ხურცილავა, ჩივაძე, ყიფიანი, დარასელია, გუცაევი, შენგელია და კიდევ ბევრი სხვა. ეს ამბიცია მეც არ მინელდება და ისეთივე ოსტატების და ძლიერი გუნდის ხილვა მინდა. ამიტომ დავიწყებთ ბავშვთა ფეხბურთით და როდესაც მათ ნაკრებამდე მივიყვანთ, მერე ვნახოთ.

- თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, "კოკა-კოლას” ეროვნული ჩემიონატის სპონსორობის სურვილიც არ ექნება.
- ეროვნული ჩემპიონატიც რთული თემაა, ლიგის სპონსორები კი ვიყავით, მაგრამ ურთიერთობა ვერ განვითარდა. თუმცა თბილისის "დინამოში” დაწყებულმა პროცესებმა დიდი იმედი გამიჩინა.
"დინამოს” გაძლიერება მთლიანად ქართულ ფეხბურთს წაადგება და მის აღორძინებას შეუწყობს ხელს. უნდა გაჩნდეს პრეცედენტი, რომ კლუბი გაძლიერდა და ბიზნესი ეროვნული ჩემპიონატისკენაც შემოტრიალდება.

- რას გულისხმობთ, "დინამო” ბიზნესმენმა რომ იყიდა და ერთმანეთს უფრო გაუგებთ?
- ამასაც ვგულისხმობ, ძალიან მნიშვნელოვანია, პროფესიონლთან რომ დაიჭერ საქმეს. ასეა ნებისმიერ სფეროში, თუ პროფესიონალი არაა, მასთან ურთიერთობაც შეუძლებელია. "დინამოში” კი საქმის მცოდნე ხალხი გამოჩნდა, რომლებთან პარტნიორობა ბიზნესსაც გაუადვილდება და ფეხბურთის სამყაროსაც.



ნანახია: 798 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!