გრძელდება ტრანსფერები ქუთაისის 'ტორპედოში'.
როგორც ადრე გითხარით, გუნდმა დაიმატა სევასტი თოდუა, რომელსაც 'ბაიასთან' კონტრაქტი დაუმთავრდა.
გუნდში ასევე ჩაირიცხა ზაურ ხაჭიპერიძე, ფორვარდი, რომელმაც გასულ
ჩემპიონატში `სამტრედიის` რიგებიდან გამოიჩინა თავი. მას შემოთავაზებები
უცხოეთიდანაც ჰქონდა, მაგრამ ქუთაისის `ტორპედოში` არჩია კარიერის
გაგრძელება.
კიდევ ერთი ფორვარდი, რომელიც ნესტორ მუმლაძემ დაიმატა - გიორგი მაისურაძეა, რომელიც ბოლნისის 'სიონის' შემადგენლობაში გამოდიოდა.
მესამე ფორვარდი `ტორპედომ` ფოთის 'კოლხეთიდან' გადმოიყვანა - დავით ციცხვაია.
goli.ge
|