როგორც "ტორპედოს" პრესსამსახურის უფროსმა, ბატონ რამაზ ჩხიკვაძემ გვამცნო, "ტორპედოში" შემდეგი ფეხბურთელები ჩაირიცხნენ:
მაქსიმე ქვილითაია("ლოკომოტივი"), ნიკა კვასხაძე("გაგრა"), დაჩი ფოფხაძე(ცხინვალის "სპარტაკი"), თენგიზ ჩიკვილაძე,("დინამო" თბ),
ნოდარ მაჭავარიანი("ოლიმპი"), გიორგი დათუნაიშვილი("ვიტჯორჯია").
მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ფეხბურთელებთან. ასევე საუბარია "ვიტჯორჯიას" თავდამსხმელ ვახტანგ კვარაცხელიაზე.
"ტორპედო" დღეს სამედიცინო შემოწმებას თბილისში გაივლის და 11 ივნისიდან შეუდგება ვარჯიშს.