ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » აპრილი » 15 » სფფ უეფა-ს სამსაჯო კონვენციის ოფიციალური წევრია
21:47 სფფ უეფა-ს სამსაჯო კონვენციის ოფიციალური წევრია |
დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უეფა-დან მოვიდა ოფიციალური
სერტიფიკატი იმის დასტურად, რომ ამიერიდან, სფფ უეფა-ს სამსაჯო კონვენციის
წევრია.
გაწევრიანების პროცესი საკმაო ხანს გრძელდებოდა და
რამდენიმესაფეხურიანი შემოწმებისა და დაკვირვების შემდეგ, უეფა-მ წევრობის
სტატუსი მოგვანიჭა.
სფფ-ს მსაჯთა განყოფილების უფროსი - ლევან ფანიაშვილი, კონვენციაში გაწევრიანების მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრა.
ლევან
ფანიაშვილი: "უეფა-ს სამსაჯო კონვენცია, სამსაჯო საქმეში ორ სფეროს
მოიცავს: მსაჯობის ორგანიზებას (ანუ როგორი უნდა იყოს სტრუქტურა) და
სწავლებას. სწავლებაში იგულისხმება როგორც რეკრუტირება, ასევე, დამწყებ
მსაჯებთან მუშაობა, დამკვირვებლების სწავლება; როგორი უნდა იყოს
ინსტრუქტორების მუშაობა და როგორი უნდა იყოს ტოპ-მსაჯებისა და მათი
ასისტენტების სწავლება; რა პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს მათი ფიზიკური
მომზადება. ესაა კონვენციის ძირითადი არეალი.
საქართველოს ფეხბურთის
ფედერაციამ დააკმაყოფილა მოთხოვნილი მინიმალური სტანდარტები, თუმცა,
სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია - გასაძლიერებელია რეკრუტირება, გაცილებით
აქტიური მუშაობაა საჭირო დამწყებ მსაჯებთან.
კონვენციაში
გაწევრიანების პროცესში, ჩვენზე მომაგრებული იყო უეფა-ს ინსტრუქტორი,
რომელმაც ხანგრძლივი პროცედურების გავლის შემდეგ, გასული წლის ნოემბერში,
უეფა-ში დადო დადებითი დასკვნა ჩვენს შესახებ, რომელიც ჯერ სამსაჯო
კომიტეტმა დაამტკიცა, შემდეგ კი, უკვე ამ წლის იანვრის ბოლოს - უეფა-ს
აღმასკომმაც და ამის დამადასტურებელი სერტიფიკატიც მივიღეთ. თუმცა, ჩვენი
კონვენციაში გაწევრიანება, ძალაში აღმასკომზე დამტკიცების შემდეგვე
შევიდა."
ლევან ფანიაშვილის თქმით, ეს ერთჯერადი აქტი არ არის.
სფფ-ზე მომაგრებული უეფა-ს დანიელი ინსტრუქტორი - იორნუესტ ლარსენი მუდმივ
მონიტორინგს განახორციელებს, რომ სტანდარტების მინიმალურ ზღვარს არ
ჩამოვცდეთ და მუშაობა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდეს.
"ჩვენ, ასევე,
მუდმივი კონტაქტი გვაქვს უეფა-ს ფიზმომზადების ინსტრუქტორთანაც. გარკვეული
პერიოდის შემდეგ კი, ხელახალი შემოწმება მოხდება და ამისთვის ჩამოვა უეფა-ს
დელეგაცია. გარდა იმისა, რომ ამ კონვენციაში გაწევრიანება ჩვენთვის
გარკვეულ ვალდებულებებს ნიშნავს, რომელიც უნდა შევასრულოთ, უეფა-საც აქვს
თავისი პასუხისმგებლობები, რომლის ფარგლებშიც, ეს ორგანიზაცია ფინანსურ
დახმარებასთან ერთად, ტექნიკური და ადამიანური რესურსებითაც გვეხმარება" -
განაცხადა ლევან ფანიაშვილმა.
სფფ-ს პრესსამსახური
|
ნანახია: 839 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|