დღეს 14 საათზე მიხეილ მესხის სტადიონისსაპრესკონფერენციო დარბაზში სფფ–ს აღმასკომის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის უმაღლესმა ორგანომ შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:
1.1 დამტკიცდა სფფ–ს XVIII ყრილობის მოწვევის დადგენილება. ყრილობა ჩატარდება 2010 წლის 15 ივლისს.
2.1 დამტკიცდა სფფ–ს სტრუქტურა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით.
3.1 დაკმაყოფილდა ს.კ. „სამტრედია"–ს თხოვნა გამონაკლისის სახით უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის შესახებ.
4.1 დაკმაყოფილდა ს.კ. ქუთაისის „ტორპედო 2008"–ის თხოვნა ლიცენზირების კომიტეტის ჯარიმის შემცირების შესახებ. დაკისრებული ჯარიმა განახევრდა და კლუბს მისი დასაფარად მიეცა ვადა 2010 წლის 18 ივლისამდე.
5.1 ს.კ. ზესტაფონის „ზესტაფონის" განცხადების განხილვა გადაიდო კლუბის პრეზიდენტის ი. კოკაიას სხდომაზე დაუსწრებლობის გამო.
6.1 დამტკიცდა საფეხბურთო სკოლების ლიცენზირებაზე წარმოდგენილი პროექტი.
7.1 მამუკა კვარაცხელიას წინადადებები 12 წლამდე ბავშვების ეროვნული ჩემპიონატისა და თასის მატჩებზე უფასოდ დასწრების შესახებ და ეროვნული ჩემპიონატის გაზაფხულ–შემოდგომის სტრუქტურაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახილველად გადაეცა პროფლიგას, რომელმაც აღნიშნულ წინადადებებთან დაკავშირებით სფფ–ს აღმასკომის მომდევნო სხდომაზე უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი მოსაზრებები.
სფფ–ს პრესსამსახური