ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივნისი » 28 » “სიონმა” ახალკაცი და ჩივაძე გაიფორმა
17:25 “სიონმა” ახალკაცი და ჩივაძე გაიფორმა |
უახლოეს მომავალში უნდა გადაწყვეტილიყო რამდენიმე ახალწვეულის ვინაობა,
რომელთა დამატება ბოლნისის "სიონის” თავკაცს ხვიჩა ქასრაშვილს სურდა.
პრაქტიკულად ბეჭედი დაესვა რომან ახალკაცის აზერბაიჯანიდან საქართველოში
გადმობარგებას. 29 წლის ნახევარმცველი მიმდინარე წლის მაისამდე ზაქათალის
"სიმურგში” თამაშობდა, რომლის რიგებში ბოლო სეზონში 18 მატჩი გამართა.
ქვემოქართლელთა კიდევ ერთი "ახალი” სახეა 26 წლის გიორგი ჩივაძე. სხვათა
შორის, ცხინვალის "სპარტაკში” გადასვლამდე, სადაც მან ბოლო სეზონი სრულად
ითამაშა და 2 გოლიც გაიტანა, ჩივაძე 2008 წელს "სიონში” გამოდიოდა (4
მატჩი). პირველი ქართული გუნდი კი, სადაც ბოლნისელთა ახალი შენაძენის
საუმაღლესლიგო დებიუტი შედგა, ნოდარ აკობიას გაწვრთნილი თბილისის
"ლოკომოტივი” (გუნდს II წრეში სოსო სირაძე წვრთნიდა) იყო. "რკინიგზელთა”
რიგებში 2005-2006 წლების სეზონში ჩივაძემ 17 მატჩი ითამაშა და 3 გოლი
გაიტანა.
|
ნანახია: 866 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|