ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივნისი » 25 » სიახლეები "ოლიმპში"
16:15 სიახლეები "ოლიმპში" |
სეზონის დასრულების შემდეგ რუსთავის "ოლიმპი" რამდენიმე ძირითადმა ფეხბურთელმა დატოვა და გუნდი ნამდვილად საჭიროებს შემადგენლობის გაძლიერებას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემპიონ კლუბში მალე "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელი გიორგი ბერიაშვილი გადავა. 23 წლის ნახევარმცველი "ვიტ ჯორჯიაში" 2000 წლიდან გამოდის. "საოცრად შრომისმოყვარე და იმპროვიზაციული ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელია. აქვს ზუსტი პასი და ძლიერი შორეული დარტყმა. ის ერთნაირად სახიფათოა, როგორც საჯარიმოს მისადგომებთან, ასევე უშუალოდ მეკარის მოედანზეც. მიუხედავად არცთუ მაღალი სიმაღლისა, საკმაოდ კარგად თამაშობს მეორე სართულზე. გამორჩეულია ორთაბრძოლებშიც", ასე ახასიათებენ ვიტელები ბერიაშვილს. ჩვენი ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილი ამბავია ის, რომ "ოლიმპში" ჩაირიცხება თავდამსხმელი - ირაკლი მოდებაძე, რომელიც წინა სეზონსი ზაპოროჟიეს "მეტალურგის" ღირსებას იცავდა. კიდევ 2 უცხოელი თავდამსხმელი გადის სინჯებს. ერთ-ერთია ნიგერისს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელი ოსას იდენი, რომელიც ჯერ-ჯერობით ნიგერიული გუნდის "ენიმბას" ღირსებას იცავს. მეორე კი, "ნიომე კალიუს" 22 წლის ესტონელი შემტევი ნახევარმცველი იური იევდოკიმოვი.
ბექა დოგრაშვილი
|
ნანახია: 880 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|