ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივნისი » 12 » სიახლეები "დინამოში"
03:27 სიახლეები "დინამოში" |
საფეხბურთო კლუბი "დინამო"
თბილისი მომავალი სეზონისათვის მზადებას 7 ივნისს შეუდგა. ამ დღეს (11.06.10) გუნდი
დიღმისის საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა. 8-ში მათ გაიარეს სამედიცინო
შემოწმება, ხოლო 9 ივნისიდან ორჯერადი ვარჯიშები დაიწყეს.
"დინამოსთან" კონტრაქტი დაუმთავრდა 5 ფეხბურთელს: გურამ და შოთა კაშიებს,
ჯორჯ აკირემს, თენგიზ ჩიკვილაძეს და ალექსანდრ კრსტესკის.
მოსალოდნელია, რომ კლუბში იქნება მატებაც, ამ ეტაპზე კლუბის ერთადერთი
ახალწვეულია ზვიად მეტრეველი, რომელიც შარშანდელ სეზონში "ლოკომოტივის"
ღირსებას იცავდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო. მან დინამოსთან
კონტრაქტი 1+2 სისტემით გააფორმა. ასევე სასიხარულო ფაქტია, რომ
კლუბთან 3 წლით გააგრძელა კონტრაქტი(თანაც გაუმჯობესებული პირობებით)
ერთ-ერთმა უნიჭიერესმა მეკარემ საქართველოში გიორგი ლორიამ.
გიორგიმ(რომელსაც კლუბთან კონტრაქტი სექტემბერში ეწურებოდა) თითქმის
უშეცდომოდ ჩაატარა გასული სეზონი და იმაში, რომ დინამომ შარშან ყველაზე
ნაკლები გოლი გაუშვა ჩემპიონატში, დაცვასთან ერთად დიდწილად მისი
დამსახურებაცაა. კლუბთან ერთად ვარჯიშობს და ახლო მომავალში
გააფორმებს კონტრაქტს "დინამოს" ყოფილი კაპიტანი და გამორჩეული ფეხბურთელი
ლევან ხმალაძე. ამხანაგურ თამაშებს რაც შეეხება ჯერ-ჯერობით მხოლოდ
ისაა ცნობილი, რომ 16 ივნისს თბილისელები რუსთავის "ოლიმპს"
დაუპირისპირდებიან.
დღევანდელი (11.06.10) ვარჯიშის შემდეგ მცირე კომენტარი
ვთხოვეთ "დინამოს" ახალწვეულს ზვიად მეტრეველს. "არ მეგულება ფეხბურთელი
საქართველოში, რომელსაც "დინამოში" თამაშზე არ ეოცნებოს, მეც ძალიან
მოხარული ვარ, რომ ეს ნატვრა ამიხდა და ქართული ფეხბურთის ფლაგმანის
რიგებში ჩავირიცხე. მქონდა შემოთავაზებები, რომელიც ფინანსურად უფრო
მომგებიანი იყო ჩემთვის, მაგრამ "დინამოში" თამაშის სურვილმა ყველაფერი
გადაწონა".
როლანდ გაფრინდაშვილი championat.ge
|
ნანახია: 942 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|