თურქული „ქაისერისფორის" ახალი მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე სამი დღით თბილისში იყო ჩამოსული და რამდენიმე კითხვით მივმართეთ
- თბილისამდე თურქეთში იყავი...
-
ქაისერში გახლდით ერთი კვირით, საყოფაცხოვრებო საკითხებს ვაგვარებდი და რა
თქმა უნდა, „ქაისერისფორის" ბაზაც მოვინახულე. ჩვენს განკარგულებაში
მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა იქნება, „ქაისერისფორის" სადიონზეც
კარგის მეტს ვერაფერს იტყვის კაცი.კლუბის ხელმძღვანელობასთან სატრანსფერო
საკითხებიც მიმოვიხილეთ. დავიმატეთ ერთი უცხოელი ფეხბურთელი - ბრაზილიელი
მორაცი, შესაძლოა, კიდევ ერთი ლეგიონერიც ავიყვანოთ.
- ის ქართველი იქნება?
- არის ლაპარაკი ქართველი მცველის დამატებაზე, თუმცა სანამ ამ საქმეს წერტილი არ დაესმება, ამ ფეხბურთელის ვინაობას ვერ გაგიმხელთ.
- ახალი სეზონისთვის მზადებას როდის იწყებთ?
- 28 ივნისს ქაისერში შევიკრიბებით, სამი კვირის შემდეგ კი ავსტრიაში გვექნება ორკვირიანი მოსამზადებელი ეტაპი.
- გუნდის
კონტინგენტზე გარკვეული წარმოდგენა უკვე გაქვს და ამის გათვალსწინებით,
როგორ ფეხბურთს ითამაშებს შოთა არველაძის გაწვრთნილი „ქაისერი"?
- აზრიანს, არაქაოსურს, „ქაისერს" თავისი სახე უნდა ჰქონდეს.
- ყოველივე ეს მაინც ზოგადია... შენი ერთ-ერთი მასწავლებლის, ლუის ვან გაალის ფილოსოფიის მიმდევარი იქნები?
-
სამაგალითო ,შესაძლოა, ნებისმიერი დიდი მწვრთნელი იყო, მათ შორის ვან
გაალიც, თუმცა მე ჩემი იდეები მაქვს და არავის მიბაძვას არ ვაპირებ.
- საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავ - რას ელი ჩვენი გუნდისგან დამდეგ შესარჩევში?
-
არ მაქვს იმის ილუზია, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები მოკლე დროში ისე
გამოასწორებს თამაშს, რომ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ვამჩნევ
ტენდენციას, რომ საქართველოს ნაკრებში თემურ ქეცბაია საქმეს საძირკვლიდან
იწყებს, თუ საფუძველი არ არსებობს, არაფერი არ გამოვა. თუ მართლა ასეა
ყველაფერი, ჩვენი ნაკრები მალე უწინდელზე უკეთესად ათამაშდება, დიდი დრო
არ დასჭირდება ახალი ნიჭიერი ფეხბურთელების დაწინაურებას საქართველოს
ნაკრებში და ასეთი მიზანმიმართული მუშაობა შედეგს აუცილებლად მოიტანს.