ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 18 » შევრცხვით!!!
|
19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩვენმა ნაკრებმა კრახით დაასრულა. მართალია, ბერძნების ძლევით (1:0) შეჯიბრება წარმატებით დავიწყეთ, მაგრამ ძალზე ცუდად გავაგრძელეთ - ჯერ მასპინძელ პორტუგალიასთან წავაგეთ 0:3, შაბათს კი ამავე ანგარიშით აზერბაიჯანთანაც შევრცხვით...
ვლადიმერ გუცაევის გუნდს მეზობლებთან გადამწყვეტი მატჩისთვის ჰოლანდიური "ვიტესის" ფორვარდი გიორგი ჭანტურია დაემატა, თუმცა საშველი მაინც არ იყო. უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე მოყვანილი სტატისტიკის მიხედვით, კარში დარტყმების მხრივ მეტოქეზე მცირედი უპირატესობა 6/5 კი გვქონდა, მაგრამ ჩვენმა შანსები მაინც ვერ გამოიყენეს. კარგად ითამაშა ჭანტურიამ, მაგრამ გუცაევის ბიჭები დამაგვირგვინებელ ფაზაში მოიკოჭლებდნენ. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენს გუნდს მეორე ტაიმის სტარტზეც შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ფეხბურთის დაუწერელი კანონი ამოქმედდა და აზერბაიჯანელებმა სამი უპასუხო გოლი გაგვიტანეს.
ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში პორტუგალიამ და საბერძნეთმა 1:1 ითამაშეს. შედეგად, პირენეელებმა ელიტრაუნდი გაინაღდეს. აზერბაიჯანმა და საბერძნეთმა თანაბარი ქულები კი დააგროვეს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში ელადის შვილებს უკეთესი მაჩვენებელი აქვთ და ჯგუფიდან სწორედ ისინი გავიდნენ...
თუმცა ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ - კიდევ ერთხელ შევრცხვით და ბოლო ადგილით გათამაშებას გამოვეთიშეთ. პირენეებიდან დაბრუნების შემდეგ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალბათ თავის არგუმენტებს გვეტყვის და მერე უკეთ შეგვეძლება მსჯელობა, თუმცა ამ გადასახედიდანაც ძნელია, ასეთ შედეგს გამართლება მოუძებნო...
საქართველო-აზერბაიჯანი 0:3
0:1 გროსი (54), 0:2 ისკანდეროვი (75), 0:3 ისკანდეროვი (79)
საქართველო: ნადირაძე, კვეკვესკირი, კვირკველია, კობახიძე (42. ელიზბარაშვილი), ბრაჭული, მირცხულავა, ძალამიძე, ოქრიაშვილი, ჩელებაძე (55. ჩაფიძე), ხუჭუა, ჭანტურია.
გაფრთხილება: ოქრიაშვილი (27), გულიევი (33), ძალამიძე (50), მირცხულავა (51)
არბიტრი: მარიო ვლკი (სლოვაკეთი)
თ მ ფ წ ბ ქ 1. პორტუგალია 3 1 2 0 6-3 5 2. საბერძნეთი 3 1 1 1 2-2 4 3. აზერბაიჯანი 3 1 1 1 5-3 4 4. საქართველო 3 1 0 2 1-6 3
დავით ცაბაძე
|
ნანახია: 958 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|