ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 06

ომარ თეთრაძის "ვოლგამ" შინ 4:1 გაანადგურა "ბალტიკა". ქართველი
სპეციალისტის გუნდი რუსულ პრემიერლიგაში აღზევების რეალური კანდიდატია -
"ვოლგა" 60 ქულით მე-2 ადგილზეა. მართალია, ნიჟნი ნოვგოროდელები 10 ქულით
ჩამორჩებიან "ყუბანს", მაგრამ უშუალო კონკურენტ "ნიჟნი ნოვგოროდს" 2 ქულით
უსწრებენ. სავარაუდოდ, სწორედ თანაქალაქელები გაითამაშებენ პრემიერლიგის
მე-2 საგზურს.
"ვოლგამ" ერთბაშად 4 გოლი გაიტანა და, ბუნებრივია,
ოთარ მარცვალაძე ისე არ დარჩებოდა - ოთარმა შეხვედრის 39-ე წუთზე 2:0
გახადა ანგარიში, 70-ე წუთზე კი ჩვენებური შეცვალეს. მასპინძელთა რიგებში
შეუცვლელად ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ, 57-ე წუთზე თეთრაძემ გოჩა ხოჯავა
შეცვალა. მარცვალაძემ სეზონში მე-15 გოლი (27 მატჩში) გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |

მალტის ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ საღამოს თავსხმა წვიმაში პირველად ივარჯიშა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. გთავაზობთ ამ ვარჯიშის ამსახველ ფოტომასალას.





...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |

იმ დროს, როცა თემურ ქეცბაია ეროვნულ ნაკრებს მალტასთან 8 ოქტომბრის
მატჩისთვის ამზადებს, ქართველი ქომაგებიც სერიოზულ სამზადისშია არიან და
იმედოვნებენ, რომ საქართველოს გუნდისთვის მეთორმეტე მოთამაშის როლს
შეასრულებენ. "ქართული სპორტის ქომაგები" - ფორუმელთა კავშირია, რომელიც
ყველა სახეობაში საქართველოს ნაკრებებისა და კლუბების მხარდაჭერას აპირებს.
ვესაუბრებით ქომაგთა შეკრების ერთ-ერთ ინიციატორს ამირან ურუშაძეს...
- ამირან, როდის გადაწყვიტეთ ფორუმელებმა მზის შუქზე გამოსვლა და გაერთიანება?
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |

საქართველოს ნაკრებმა მალტისა და ლატვიის გუნდებთან საოქტომბრო
მატჩებისთვის მზადება დაიწყო. თემურ ქეცბაიამ ცენტრალური მცველი ალეკო
ამისულაშვილი კვლავ გამოიძახა. ამისულაშვილი თურქეთის სუპერლიგის კლუბ
"ქაისერში" ამ ზაფხულს ჩაირიცხა. ის წლების განმავლობაში თამაშობდა რუსეთის
პრემიერლიგაში და საინტერესო უნდა იყოს მისი აზრი - ამ ორი ქვეყნის
პირველობიდან რომელია უკეთესი?
- რუსეთის შემდეგ თურქული ლიგის დონე თუ მოგეწონათ?
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |

ჩატარდება თუ არა საერთაშორისო ოთხთა ტურნირი, რომელშიც ბრაზილიის,
არგენტინის, ურუგვაისა და საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებებმა უნდა
იასპარეზონ? ჩამოვა თუ არა პელე თბილისში? ვისგან ელის პასუხს ამ ტურნირის
ორგანიზატორი ნიკო პატარქალიშვილი? ამ და სხვა კითხვებზე პასუხი გუშინ
ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მოვისმინეთ. პატარქალიშვილმა მწვავე
განცხადებები გააკეთა.
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |

მალტის ეროვნული ნაკრები თბილისში მატჩამდე საკმაო ხნით ადრე, გუშინ
გამთენიისას ჩამოფრინდა და სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დაბინავდა.
ჯონ ბუტიგეგსა და მის შეგირდებს დრო უქმად არ დაუკარგავთ და გუშინვე
ივარჯიშეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. მალტელები მოედანზე
საქართველოს ნაკრების წვრთნის დასრულებისთანავე გავიდნენ და ჩვენებისა არ
იყოს, უამინდობამ ხასიათი ვერც მათ გაუფუჭა.
კუნძულელებმა თავიდანვე
გამოაცხადეს, რომ დახურული ვარჯიშის ჩატარება სურდათ და ასეც მოხდა –
როგორც წესია, მცირერიცხოვანმა დამსწრეებმა სტუმართა წვრთნ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 11 ოქტომბრიდან ევროპის ჩემპიონატის
საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. ვლადიმერ გუცაევის გუნდის მეტოქეები
პორტუგალიის, საბერძნეთისა და აზერბაიჯანის ჭაბუკთა ნაკრებები არიან. ჩვენი
ჯგუფის მატჩებს კი პორტუგალია უმასპინძლებს. საკვბალიფიკაციო ეტაპისთვის
გუცაევმა შემადგენლობა უკვე დაასახელა. 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა
ასეთია:
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მალტისა და ლატვიის წინააღმდეგ
ჩასატარებელი შესარჩევი მატჩებისთვის მზადება გუშინწინ, სასტუმრო "ბომონდ
გარდენში" შეკრებით დაიწყო. პირველ დღეს თემურ ქეცბაიამ გუნდი ერთხელ,
"მიხეილ მესხის" სტადიონზე ავარჯიშა, გუშინ კი ჩვენი ნაკრები ვაკის არენაზე
ორჯერ გავიდა – ერთხელ დილას, მეორედ კი საღამოს.
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
 |
|
|