ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 26.04.2024, 08:29


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 22


საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" კვლავ ლიდერობს ეროვნულ ჩემპიონატს. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქუთაისურ შეხვედრას, რომელიც "ტორპედომ" მინიმალური ანგარიშით მოიგო. მსაჯის დაშვებულ შეცდომაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. საინტერესოა, როგორ აფასებს ქუთაისურ შეხვედრას იმერელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე. მას სხვა საინტერესო საკითხებზეც ველაპარაკეთ.

 


- ბატონო გია, უპირველეს ყოვლისა, შევაფასოთ ქუთაისის "ტორპედოსთან" გამართული შეხვედრა.
- ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ საინტერესო, დაძაბული, კარგი სანახავი მატჩი იყო. ორი ტაიმის განმავლობაში გულშემატკივარმა იხილა ლაღი, შემტევი ფეხბურთი. სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ამისგან, რა თქმა უნდა, ტრაგედია არ უნდა შეიქმნას. დარწმუნებული ვარ, ამ მარცხიდან შესაბამის დასკვნებთ გამოვიტანთ.


... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 799 | დაამატა: Administrator | თარიღი: 22.10.2010 | კომენტარები (0)

http://goli.ge/thumbs/36_1633_481435.jpg
როგორც მოგეხსენებათ, 'დინამო ბათუმის' ახალი სტადიონი ჰოლანდიურ კომპანიას უნდა აეშენებინა, მაგრამ, როგორც Goli.ge -სთვის გახდა ცნობილი, კლუბის მეპატრონეები და კომპანიის ხლემძღვანელობა სტადიონის მაკეტის თაობაზე ვერ შეთანხმდნენ.
ამჟამად ჰოლანდიური კომპანიის ნაცვლად, მოლაპარაკებები იტალიურ და თურქულ კომპანიებთან მიმდინარეობს.
'დინამო ბათუმის' პრესატაშის - ნათია კობალაძის თქმით, ყველაფერი ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა გადაწყდეს, ხოლო ნოემბერში სამუშაოების დაწყებას
ვარაუდობენ.


goli.ge
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 868 | დაამატა: Administrator | თარიღი: 22.10.2010 | კომენტარები (0)



ფეხბურთის საერთაშორისო სტატისტიკის საიტმა iffhs.de-მ 21 საუკუნის პირველი ათწლეულის 150 საუკეთესო მწვრთნელი გამოავლინა. მწვრთნელები საფეხბურთო ექსპერტებისა  და გამოცემების გამოკითხვის შედეგად შეირჩა.

ათწლეულის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების გამოვლენა ყოველი წლის შედეგების მიხედვით მოხდა. ყოველი წლის ხმა ათწლეულის რეიტინგის 10%-ს შეადგენდა. სხვადასხვა ქვეყნიდან გამოკითხულები ყოველ წელს ჯერ 3, ხოლო შემდეგ წლებში 4 რჩეულ მწვრთნელს ასახელებდნენ. 

პირველი ოცეული ასე გამოიყურება:
1.    არსენ ვენგერი (საფრანგეთი) 142
2.  ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 766 | დაამატა: Administrator | თარიღი: 22.10.2010 | კომენტარები (0)



23 ოქტომბერს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრები გაიმართება: ეროვნულ სტადიონზე საქართველოს ნაკრები შვედებს უმასპინძლებს, "ლოკომოტივზე" კი ინგლისი პოლონეთს შეხვდება.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისა და საქართველო 4-4 ქულით ჯგუფს ლიდერობენ, ელიტ-რაუნდში გასულთა ვინაობა ჯერ არ გარკვეულა. ამდენად, ბოლო ტურის მატჩებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

კობა ჟორჟიკაშვილის ნაკრებს როლანდ ლარსონის ხელქვეითებთან ფრეც აძლევს ხელს, თუმცა სკანდინავიელები ელიტრაუნდში მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ და "საომრად" ემზადებიან.

მატჩისადმი ქართველი გულშემატკივრის დიდი ინეტერესი გაითვალისწინეს "მზეზე" და როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, 23 ოქტომბერს, ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 816 | დაამატა: Administrator | თარიღი: 22.10.2010 | კომენტარები (0)



საქართველოს ნაკრებმა ფიფას ოქტომბრის რეიტინგში 14 ადგილით წინ წაიწია და ამჟამად 75 ადგილზე იმყოფება. საქართველოს ნაკრების მეტოქეთეგან ისრაელის რეიტინგმა 20 ადგილით იკლო და ამჟამად 56 ადგილს იკავებს, 4 ადგილით დაეცა ლატვიის რეიტინგიც, რომელიც 72 პოზიციაზეა, მალტამ კი 18 საფეხურით განიცადა რეგრესი და მსოფლიო რეიტინგში 168-ე ადგილზეა.

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 775 | დაამატა: Administrator | თარიღი: 22.10.2010 | კომენტარები (0)



ქუთაისის "ტორპედოს" მარცხენა მცველი თენგიზ ჩიკვილაძე გახარებულია - თემურ ქეცბაიამ ის 17 ნოემბერს სლოვენიასთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა. ამით მისი ბავშვობის დროინდელი ოცნება ნაწილობრივ ახლა. თუმცა ელემენტარული თემით დაწყებული ჩვენი ინტერვიუ, თავად ჩიკვილაძემ განავრცო. ვფიქრობ, "ლელოს" მკითხველს საინტერესო საკითხავს შევთავაზებთ.

საინტერესო უნდა იყოს ფეხბურთელის თვალით დანახული პრობლემები - ჩიკვილაძე საერთო სატკივარს გვიზიარებს. რა აკლია ეროვნულ ჩემპიონატს, რა უშლის ხელს ფეხბურთელების და, ზოგადად, საერთო დონის ზრდას?

- თენგიზ, როგორც შევიტყვეთ, თემურ ქეცბაიამ ნაკრებში გამოგიძახათ...
- გამოძახება ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. თავის დროზე, ახალგაზრდულ ნაკრ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 760 | დაამატა: Administrator | თარიღი: 22.10.2010 | კომენტარები (0)



პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრესატაშე მიხეილ აბაიშვილმა გვაცნობა, რომ საქართველოს სუპერთასი 27 ოქტომბერს გათამაშდება.

"შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. დებულებით, თასი ნეიტრალურ სტადიონზე უნდა გათამაშდეს. "ლოკომოტივი" არც "ოლიმპის" არენაა და არც "ვიტ ჯორჯიასი". ამას გარდა, ორივე გუნდის ინტერესებიც გავითვალისწინეთ: მატჩი ქუთაისში, ან ზესტაფონში რომ დაგვენიშნა, მოწინააღმდეგეთა მხოლოდ მცირერიცხოვანი გულშემატკივარი თუ მოახერხებდა გამგზავრებას, თბილისი კი ორივესთვის მისაღები ვარიანტია. ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს ტელევიზიასთან, მათთვის რეპორტაჟის დაწყება რომელ საათზე იქნება მისაღები. სავარაუდოდ, მატჩი 18:00 საათზე დაიწყება", - გვითხრა აბაიშვილმა.

... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 800 | დაამატა: Administrator | თარიღი: 22.10.2010 | კომენტარები (0)


როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრები 17 ოქტომბერს სლოვენიას ამხანაგური შეხვედრის გასამართად ესტუმრება. ეროვნულის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია თბილისში ერთკვირიან შეკრებას გეგმავს, მანამდე კი 40-კაციანი სია შეადგინა და უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, მათგან რომელ 30 ფეხბურთელს გამოიძახებს. საბოლოოდ კი სლოვენიაში მხოლოდ 22 მოთამაშე გაემგზავრება.

შესაძლოა, ქეცბაიამ "ზესტაფონიდან" შვიდი ფეხბურთელი გამოიძახოს - ეს კლუბი პრეზიდენტმა ილია კოკაიამ გვითხრა. როგორც დავაზუსტეთ, ესენი არიან მეკარე როინ კვასხვაძე, მცველები - გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი და ზაალ ელიავა, ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი და თავდამსხმელები, ნიკა გელაშვილი და ჯაბა დვალი.

მათ გარდა, ჩვენთვის კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გვარი გახდა ცნობილი: თბილისის "დინამოს" მეკარე გიორგი ლორია და მცველი ლევან კაკუბავა, რუსთავის "ოლიმპის" მც ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 720 | დაამატა: Administrator | თარიღი: 22.10.2010 | კომენტარები (0)



საქართველოს ნაკრებისა და "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე "ჩელსის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩის მიწურულს შეცვლაზე შემოვიდა, თუმცა ლონდონური კლუბის სკაუტთა ყურადღების ცენტრში უმალ მოექცა.

როგორც ირკვევა, რომან აბრამოვიჩის კლუბის მესვეურთა ნიჭიერი ქართველით დაინტერესება ახალი ამბავი სულაც არაა. ანანიძეზე ცნობების შეგროვება ბრიტანელ სკაუტებს მას შემდეგ დაუწყიათ, რაც 17 წლისა მოსკოვის "სპარტაკის" ძირითად გუნდში შეკრებაზე პირველად გამოიძახეს. მათ არც "სპარტაკის" ოფიციალურ მატჩში "კრასნოდარის" წინააღმდეგ გატანილი მისი გოლი გამორჩენიათ, რომელსაც რუსმა სპორტულმა ჟურნალისტებმა ბრწყინვალე და მომაჯადოვებელი უწოდეს. შარშან, ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა, ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 765 | დაამატა: Administrator | თარიღი: 22.10.2010 | კომენტარები (0)



საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი მალხაზ ასათიანი კლუბის დატოვებასა და რუსეთიდან გადაბარგებას აპირებს. რუსი ჟურნალისტების ცნობით, ასათიანი მოსკოვში ბინას და ავტომობილსაც ყიდის.

როგორც ამბობენ, 29 წლის ქართველი მცველის "ლოკომოტივიდან" წასვლა გუნდის დამრიგებელს იური სიომინს უკავშირდება, რომელიც სავარაუდოდ, რკინიგზელთა კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს და კიევში უკრაინული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნდება. რადგან სიომინსა და ასათიანს ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებთ, ჩვენებური ტრადიციას ალბათ არ დარღვევს და თავის მწვრთნელს უკრაინაში თან გაჰყვება.

აღსანიშნავია, რომ სიომინსა და ასათიანს კიევურ კლუბში ერთად 2 ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 722 | დაამატა: Administrator | თარიღი: 22.10.2010 | კომენტარები (0)



საქართველოში სპორტული ობიექტების გასხვისება საკმაოდ რთული პროცესია, რასაც "ლოკომოტივის" სტადიონის ბოლო სამი წლის ისტორიაც ადასტურებს. თუმცა არ არის გამორიცხული, ამდენი წვალებისა და საკითხის გარკვევის შემდეგ, "ლოკომოტივი" ფეხბურთის ფედერაციას ჩაბარდეს. თბილისის მერიამ და ფედერაციის ხელმძღვანელებმა საკითხი სიტყვიერად შეათანხმეს, იურიდიული ფორმალობა კი უკვე მეხუთე თვეა გვარდება.

თუმცა, შეიძლება, მალე საკითხი გადაწყდეს: გუშინ, 19 ოქტომბერს, ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა შვეიცარიაში იმყოფებოდა. ის ნიონში უეფას ახალი შტაბბინის პრეზენტაციას დაესწრო და როგორც გავიგეთ, მიშელ პლატინისაც შეხვდა. სიჭინავას უნდა გაერკვია, თუ რა თანხით დაეხმარება უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას "ლოკომოტივის" სტ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 756 | დაამატა: Administrator | თარიღი: 22.10.2010 | კომენტარები (0)



ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი თბილისის მერიას ეკუთვნის. სტადიონის დირექტორმა სანდრო შახოვმა ჯერ კიდევ მალტის მატჩამდე დაგვიდასტურა, რომ მის გასხვისებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ვინ არის დაინტერესებული ეროვნულის შეძენით, ამის თაობაზე არაფერი უწყოდა.

საქართველო-მალტის მატჩამდე "ლელო" წერდა, რომ ეროვნულის არენის ახალი პატრონი მალე უნდა გარკვეულიყო და კონკრეტული ინფორმაციაც გამოვაქვეყნეთ - მართალია, ოფიციალურად არავინ დაადასტურა, მაგრამ პირად საუბრებში პირდაპირ გვითხრეს, რომ პოტენციური მეპატრონე "ჭიათურმანგანუმია". "ლელოს" უფრო კონკრეტული ინფორმაციაც მიაწოდეს - თითქოს, ეროვნული სტადიონის ყიდვა "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიას სურს.

ინფორმაცია თავად ილია კოკაიასთან გადავამოწმეთ, რ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 822 | დაამატა: Administrator | თარიღი: 22.10.2010 | კომენტარები (0)

რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!