საქართველოს ნაკრებმა მალტას მოუგო - ცხოვრებამ და ჩვენი ფეხბურთის ყოფამ მოიტანა, რომ ეს დიდად მნიშვნელოვანი ამბავი გახდა. წინა შესარჩევში საქართველომ ერთხელაც ვერ გაიმარჯვა, ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და 2010 წლის 8 ოქტომბერს მიმდინარე შესარჩევში პირველად მოიგო.
კარგი ფეხბურთელი კი ძვირი პროდუქტია. ნიჭის გარდა მას სჭირდება ხასიათი, კარგი მწვრთნელი ყმაწვილბიჭობაში, კარგი გუნდი და კარგი მწვრთნელი დაოსტატების ფაზაში, კარგი მრჩეველი და სწორი გადწყვეტილების მიღების უნარი. საქართველოში ასეთი რამე ძვირი სანახავია, ეს ყველაფერი ერთმანეთს ვერ ემთხვევა და კარგი ფეხბურთელიც არ მოდის. ზოგმა დაბადების მოწმობა გადაიკეთა და ამით დაეხმარა საკუთარ თავს, მაგრამ ეს ალბათ ვერ არის უწყინარი ტყუილი - ადრე თუ გვიან რეციდივებს მაინც მოიტანს.
დავით სირაძემ ერთხელაც გაიტანა მჭექი გ
...
კითხვის გაგრძელება »