კახა კალაძის მსურველ კლუბთა შორის "პარმა" ადრეც დასახელდა. ჩვენი
ნაკრების კაპიტანმა "ლელოსა" და უცხოურ წყაროებთან კომენტარებში აღნიშნა,
რომ საკონტრაქტო ვადის (2011 წლის ივნისის ბოლომდე) ამოწურვამდე "მილანში"
რჩება. თუმცა ორი დღის უკან "პარმა" ახალი ინიციატივით გამოვიდა, რაზეც კლუბის
პრეზიდენტმა ტომაზო გირარდიმ Sky Sport-თან ილაპარაკა:
"კახა კალაძის
ტრანსფერისთვის ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ
მაინ მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ქართველი მცველის სატრანსფერო ფასი
ჩვენთვის მიუღებელი აღმოჩნდა. "მილანს" ახალი ინიციატივით მივმართავთ -
გვინდა, 32 წლის ქართველი მცველის დამატებით დაცვა გავაძლიეროთ. მზად ვართ,
ერთი სეზონით ვინათხოვროთ კალაძე, თუ ფეხბურთელის ანაზღაურების ნაწილს "მილანი" დაფარავს. ვფიქრობ, ეს ინიციატივა "როსონერისაც" უნდა აწყობდეს და
თავად ფეხბურთელსაც. გასულ სეზონში ქართველი მცველი უთამაშებელი იყო. ჩვენ
მას საკვანძო ფიგურად განვიხილავთ, "მილანში" კი მისი მომავალი კვლავ
ბუნდოვანია. კალაძის თაობაზე "მილანის" ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანისთან
პირადად მექნება მოლაპარაკება", - ეს ინფორმაცია გუშინ Goal.com-მა, Calcionews24.com-მა, Notiziarioitaliano.it-მა და სხვა ვებგვერდებმა
გაავრცელეს.
გაზეთი "ლელო"
|