საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ "კარპატის"
ქართველი ლეგიონერი სანდრო გურული სომხეთთან ამხანაგური მატჩისთვის
გამოიძახა, რომელიც 9 თებერვალს, კვიპროსში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ
სანდროს საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი სლოვენიასთან სტუმრად
ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა და მაშინ ფეხბურთელმა გოლის გატანაც შეძლო.
"საქართველოსა
და სომხეთის ნაკრებებს შორის თამაში ამხანაგურია, მაგრამ ეს მაინც დერბია.
ამჟამად კარგ ფორმაში ვიმყოფები, კარგად ვვარჯიშობთ, იმედი მაქვს
მწვრთნელი შემადგენლობაში ადგილს მანდობს და მის ნდობას გავამართლებ. კარგი
იქნება, თუ გოლს გავიტან, ისევე როგორც ეს სადებიუტო მატჩში გავაკეთე", -
განუცხადა უკრაინელ ჟურნალისტებს გურულმა.
|