საქართველის ეროვნულ ნაკრებს 2010 წელს მხოლოდ ერთი მატჩიღა დარჩა
ჩასატარებელი. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა გუნდს ნოემბრის თვეში ევრო
2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი არ უწევს, რამაც შესაძლებლობა მოგვცა
ამხანაგური შეხვედრი ჩატარებისა. განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი: ჩინეთი,
ბელარუსია, ავსტრია და ბოლოს გამოჩნდა სლოვენია. "ჯვაროსნებთან"
ამხანაგური მატჩის ჩატარება სურდა ბურკინა ფასოს, თუმცა ფეხბურთის
ფედერაციამ ამ აფრიკულ ქვეყანას უმალ უარი უთხრა. ავსტრიამ სასპარინგოდ
ჩვენი მეტოქე საბერძნეთის ნაკრები ამოარჩია. ჩინეთიც ჩვენს ქვეჯგუფელს -
ლატვიის ნაკრებს შეხვდება. არ შედგა არც ბელარუსებთან მოლაპარაკებაც.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ 17 ნოემბერს საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან
სტუმრად გამართავს ამხანაგურ მატჩს.
ბექა დოგრაშვილი
|