ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 22 » საქართველო-შვედეთის მატჩის ტრანსლიაცია გადაწყდა
14:12 საქართველო-შვედეთის მატჩის ტრანსლიაცია გადაწყდა |
23 ოქტომბერს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის
გადამწყვეტი შეხვედრები გაიმართება: ეროვნულ სტადიონზე საქართველოს
ნაკრები შვედებს უმასპინძლებს, "ლოკომოტივზე" კი ინგლისი პოლონეთს
შეხვდება.
მიუხედავად იმისა, რომ ინგლისა და საქართველო 4-4 ქულით
ჯგუფს ლიდერობენ, ელიტ-რაუნდში გასულთა ვინაობა ჯერ არ გარკვეულა.
ამდენად, ბოლო ტურის მატჩებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
კობა
ჟორჟიკაშვილის ნაკრებს როლანდ ლარსონის ხელქვეითებთან ფრეც აძლევს ხელს,
თუმცა სკანდინავიელები ელიტრაუნდში მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ და
"საომრად" ემზადებიან.
მატჩისადმი ქართველი გულშემატკივრის დიდი
ინეტერესი გაითვალისწინეს "მზეზე" და როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, 23
ოქტომბერს, 15:00 საათზე ამ ტელეკომპანიის ეთერში საქართველო-შვედეთის
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგვთავაზებენ. რეპორტაჟს დიმიტრი ობოლაძე
გაუძღვება.
|
ნანახია: 849 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|