ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » იანვარი » 3 » სააკაშვილის ბრძანებაა - ბათუმში სტადიონი აშენდეს!
14:28 სააკაშვილის ბრძანებაა - ბათუმში სტადიონი აშენდეს! |
ეპოქალური მშენებლობების მიუხედავად, აჭარაში ფეხბურთს და მის
ეკონომიკურ-სოციალურ მნიშვნელობას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. ამის
მაგალითი ბათუმში სტადიონის მშენებლობის შეფერხება იყო.
ახალ
სტადიონს აჭარელი გულშემატკივარი მას შემდეგ ითხოვს, რაც ბულვარის
განახლებას საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი შეეწირა.
დანგრეული
არენის ნაცვლად ბათუმში სამი წელია, ახლის აშენებას ელიან. 2010 წელს
კონკრეტული პროექტებიც დასახელდა, 16 მაისს ჰოლანდიური და ქართული
მხარეები მშენებლობაზე შეთანხმდნენ, ხელმოწერას აჭარის მთავრობის
თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის
პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა დაესწრნენ.
ჰოლანდიელები იძლეოდნენ
პირობას, რომ მშენებლობა 2011 წელს დასრულდებოდა, პროექტის ღირებულება კი
40 მილიონ ევროს შეადგენდა. მერე ვითარება შეიცვალა და 18 აგვისტოს
თურქულ-იაპონური ფირმა TAGO-ს არქიტექტორ ტაცუია იამამოტოს პროექტი
წარადგინეს, რომელიც წინა პროექტზე ნაკლებხარჯიანი იყო. და კვლავ დუმილი,
გასულ წელს სტადიონის მშენებლობის დაწყებას საშველი არა და არ დაადგა.
2
იანარს ბათუმში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა მორიგი იმედი გააღვიძა.
საახალწლოდ ბათუმში, სახალხო სეირნობისას პრეზიდენტმა 2011 წლის
პროექტებზე, ზღვისპირა ქალაქის კიდევ უფრო გალამაზებასა და
გათანამედროვეობაზე ილაპარაკა.
პრეზიდენტი საფეხბურთო თემასაც შეეხო
- ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" პლეიმეიკერ ჯანო ანანიძეს
გაესაუბრა და დაჰპირდა, რომ ბათუმში თანამედროვე ოლიმპიური სტანდარტების
შესაბამისი სტადიონი აშენდება.
გუშინ 2 იანვარი იყო და, იმედია, სტადიონებისა და მთლიანად ქვეყნის შენება დაგვებედება.
|
ნანახია: 845 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|