როგორც
მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 20 მარტს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონსა” და
რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპს” შორის საქართველოს ეროვნული
ჩემპიონატის 26-ე ტურის ზესტაფონში გამართული მატჩის მიმდინარეობისას,
მოხდა უსიამოვნო ინციდენტი ჩვენი გუნდების ფეხბურთელების, პერსონალისა და
მწვრთნელების მონაწილეობით.
ამასთან დაკავშირებით,
საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპისა” და საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის”
პრეს-სამსახურები უფლებამოსილნი ვართ განვაცხადოთ შემდეგი:
ჩვენ,
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” და რუსთავის საფეხბურთო კლუბი ”ოლიმპი”,
მწუხარებას გამოვთქვამთ ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე 2010 წლის 20
მარტს განვითარებული მოვლენების გამო და ბოდიშს ვუხდით ყველა იმ
ფეხბურთის მოყვარულსა და რიგით ადამიანს, ვინც იხილა სტადიონის მწვანე
მინდორზე განვითარებული მოვლენები, როგორც უშუალოდ ზესტაფონის ცენტრალური
სტადიონის ტრიბუნებიდან, ასევე მათაც, ვინც იხილა ამ მოვლენების ამსახველი
სიუჟეტები ”საზოგადოებრივი მაუწყებლისა” და ”რუსთავი-2”-ს ეთერში.
ჩვენ,
რუსთავის საფეხბურთო კლუბი ”ოლიმპი” და საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”
საჯაროდ ვაცხადებთ იმის შესახებ, რომ ორივე კლუბი: ეთანხმება
დისციპლინართა მიერ გატარებულ მკაცრ სანქციებს, თავადაც გაატარებს
დისციპლინარული ხასიათის ღონისძიებებს ინციდენტის ყველა მონაწილის მიმართ
და გააკეთებს ყველაფერს საიმისოდ, რომ მომავალში არ დაუშვას მსგავსი
სამარცხვინო ქმედებების განმეორება.
რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპის” პრეს-ატაშე მ. ჯორბენაძე
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-ატაშე ს. ფუტკარაძე
|