ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » იანვარი » 8 » russian-bazaar - გაიღეთ მოწყალება ქართული ფეხბურთისთვის!
12:38 russian-bazaar - გაიღეთ მოწყალება ქართული ფეხბურთისთვის! |
ინტერნეტ-გამოცემა "რუსკი ბაზარზე" ვლადიმერ გოლოვინის სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ქართულ ფეხბურთს ეძღვნება.
ავტორი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვალებზე, ხელმძღვანელობაზე, სპონსორებსა
და თბილისის "დინამოს" ახალ მეპატრონეზე, რომან ფიფიაზე წერს. მკითხველს
ამ ტექსტს მაქსიმალურად უცვლელად გთავაზობთ.
ამ ახალ წელს, ოდესღაც განთქმული, ახლა კი დავრდომილი ქართული ფეხბურთი სამი მნიშვნელოვანი ამბით შეხვდა.
პირველი
- მისი მმართველი ორგანიზაცია (სფფ) კინაღამ სულ უკაპიკოდ დარჩა. მეორე -
მისთვის ქვეყანაში სპონსორი აქამდე ვერ გამოიძებნა და მესამეც - ერთ დროს
ქართველთა სიამაყე და ყველაზე ტიტოლოვანი კლუბი - თბილისის "დინამო"
საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანის ხელში გადადის.
საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას წინამორბედისგან -
1970-80 წლების ცნობილი მწვრთნელის ვაჟისგან, ნოდარ ახალკაცისგან, არცთუ
კარგი მემკვიდრეობა ერგო. 29 წლის ახალკაცი ფედერაციის სათავეში, თავად
მიხეილ სააკაშვილის რეკომენდაციით მოვიდა, თუმცა მისმა 4,5-წლიანმა
პრეზიდენტობამ ქართული ფეხბურთი ვერ ააღორძინა და 2009 წლის სექტემბერში,
როდესაც ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ
ციკლში სრული ფიასკო განიცადა, ახალკაცი-უმცროსი თანამდებობიდან წავიდა.
ახალკაცის
შემცვლელი ზუგდიდის "ბაიას" მფლობელი, ბიზნესმენი ზვიად სიჭინავა
აღმოჩნდა, რომელსაც ფედერაციაში მოსაწესრიგებელი არამხოლოდ საორგანიზაციო
საკითხები დახვდა. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ თურმე სფფ-ს რამდენიმე წლის
წინ 165 536 ლარი კლუბ "ზესტაფონისგან" ვალად ჰქონია. ის, რომ ხელქვეითი
ფულს სესხად იმ ხელმძღვანელს აძლევს, რომელზეცაა დამოკიდებული, უკვე
მრავლისმთქმელია, თუმცა ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი...
ასევე
გაირკვა, რომ ამ თანხიდან 115 ათასი ლარი ფედერაციის ყოფილი
ვიცე-პრეზიდენტის, უჩა უგულავას პირად ანგარიშზე გადარიცხულა. თურმე ამ
ამბიდან მალევე სფფ-მ "ტაოპრივატბანკისგან" 300 ათასი ევროც ისესხა და
როგორც ახლა აღმოჩნდა, მთლიანად არ დაუფარავს. ეს ინფორმაცია მაშინ
გახმაურდა, როცა ვალის გადაუხდელობის გამო ბანკმა ფედერაციის ანგარიშს
ყადაღა დაადო.
"ხელთ მაქვს ფედერაციასა და ბანკს შორის შეთანხმების
ორიგინალი, რომელზეც სფფ-ს იმჟამინდელი ხელმძღვანელის ხელმოწერის ნაცვლად
ფაქსიმილიაა დასმული, - განაცხადა სიჭინავამ. - არ ვიცოდი, თუ საქართველოში
ფაქსიმილიებით იმ ოდენობის თანხის გაცემა შეიძლებოდა, როგორიც 300 000
ევროა. ეს დარღვევაა და მზად ვარ, დოკუმენტი შესაბამის ორგანოს გადავცე,
რათა გამოიძიონ, როგორ მოხდა ეს ყოველივე."
როგორც აღმოჩნდა, იმ
დროს ახალკაცი-უმცროსი ქვეყანაში არ იმყოფებოდა და მისი ხელმოწერის ასლით
ვიღაც სხვამ ისარგებლა. სავარაუდოდ ეს იგივე ვიცე-პრეზიდენტი უნდა
ყოფილიყო, რომლის ანგარიშზეც "ზესტაფონის" ფული გადაირიცხა. რაც შეეხება
ვალს და თავად ბანკს, რომელსაც ეს დეტალები სულ არ აინტერესებს, მართალია,
ის ყადაღის მოხსნასა და თანხის გასტუმრების ვადების დროში გაწერას
დათანხმდა, მაგრამ ფედერაციის ვალი უკვე 459 000 ევრომდე გაიზარდა.
სამაგიეროდ, უცნობი დარჩა, გადაეცათ თუ არა სკანდალური მასალები
საგამოძიებო ორგანოებს და მართლაც დაინტერესდნენ თუ არა ეს უკანასკნელი ამ
ამბით.
აშკარაა, არცთუ მდიდარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი
თანხები სფფ-ს არ ყოფნის. ასე რომ არ იყოს, მისი ხელმძღვანელი არ
დაიწუწუნებდა, რომ მთელი გასული წლის განმავლობაში "მრავალი შეხვედრა და
მოლაპარაკება გაიმართა ადგილობრივ კომპანიებთან, მაგრამ მათ შორის საიმედო
პარტნიორის მოძიება ვერ მოხერხდა". საბედნიეროდ, სფფ-სთვის სპონსორი მაინც
გამოიძებნა, ოღონდ, მეზობელ ქვეყანაში. ეს აზერბაიჯანული ნავთობის კომპანია
Socar Energy Georgia-ა, რომელიც საქართველოს გაზს აწვდის და მის
ტერიტორიაზე ბენზინგასამართ სადგურებს ფლობს.
ამ კომპანიის
წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან საკუთარი წვლილი შეიტანონ
ქართული ფეხბურთის განვითარებაში, "რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი
ორიგინალურობით და წარსულში საერთაშორისო არენაზე დიდ წარმატებებს
აღწევდა."
მას შემდეგ, რაც სიჭინავამ აზერბაიჯანელთა თანადგომის
შესახებ შეიტყო, შვებით ამოისუნთქა: "კმაყოფილი ვარ იმით, რომ შეთანხმება
სოლიდურ კომპანიასთან გავაფორმეთ და ამით ჩვენ ფეხბურთს საიმედო პარტნიორი
ეყოლება.''
საქართველოში კი, სადაც დიდი თუ პატარა ფეხბურთს
აღმერთებს, ამავდროულად არ წყდება იმ კლუბის ბედზე სჯა-ბაასი, რომელმაც
თავის დროზე ქვეყანას სახელი მთელი პლანეტის მასშტაბით გაუთქვა. ამასწინათ,
გარდაცვლილი მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა გამოაცხადა, რომ
მის მფლობელობაში არსებულ თბილისის "დინამოს" სიმბოლურ ფასად დათმობდა: "ამ
ნაბიჯის გადადგმა ძალიან გვიჭირს, მაგრამ დარწმუნებულები ვართ - ეს
ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება იქნება კლუბისთვის".
პატარკაციშვილის
ოჯახმა ინვესტორი მალევე მოიძია - "ცნობილი ბიზნესმენი რომან ფიფია,
რომელიც დაინტერესებულია "დინამოს" აღორძინებითა და მასში ყველა საჭირო
რესურსის ინვესტირებით."
ერთი შეხედვით, ამბავი სასიხარულოა,
მაგრამ საქმე ისაა, რომ ცნება "ცნობილ ბიზნესმენს" შეიძლება, სხვა, არცთუ
ნათელი მხარეც ჰქონდეს. ქართველთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი - 44
წლის რომანი, იგივე გულადი ფიფია, გაგრაში დაიბადა, 17 წლისა კი სარატოვში
გადავიდა, სადაც კვების მრეწველობაში დასაქმდა - "პერესტროიკის" პერიოდში
ძეხვის ბიზნესს მიჰყო ხელი. უვკე ახალი რუსეთის ეპოქაში ქართველი
ბიზნესმენი ისე დაუახლოვდა სარატოვის გუბერნატორს დმიტრი აიაცკოვს, რომ
პრესაში მათ ტანდემად მოიხსენიებდნენ, თავად რომანს კი - "გუბერნატორის
ჯიბედ". მას ეკუთვნოდა: ხორბლის გადამამუშავებელი საწარმოები, ალკოჰოლური
სასმლების ქარხნები, ავიაკომპანია "სარატოვის ავიახაზები" და კომერციული
ბანკი "აგროროსი". ამავდროულად, ფიფია იყო საფეხბურთო კლუბ "სოკოლის"
პრეზიდენტი.
თანამდებობიდან აიაცკოვის წასვლის შემდეგ ოლიგარქს
ნიცას ლაჟვარდოვან სანაპიროზე გადაბარგება მოუხდა, რადგან რუსეთში მას
ბრალად უკანონო კრედიტების მითვისება და დიდი ოდენობით თანხების მიტაცება
წაუყენეს და ფედერალურ ძებნილად გამოაცხადეს.
ამავდროულად, რომანს
ამ მხრივ პრობლემები არ ექმნება საქართველოში, რომლის პარლამენტში მისი ძმა
იმყოფება. მეტიც, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ის სამშობლოში პურით
დატვირთულ ეშელონს გზავნის, გულუხვად აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს და
აი, ამჯერად "დინამოს" იძენს.
"ბევრ ქართულ კლუბს გამოუჩნდა
მზრუნველი და "დინამოსაც" სჭირდება ისეთი პატრონი, ვინც მას ძველ დიდებას
დაუბრუნებს'', - განაცხადა ფიფიამ, რითაც სფფ-ს პრეზიდენტი აღაფრთოვანა:
"ფიფიამ სარატოვის "სოკოლი" პირველი დივიზიონიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა
და დარწმუნებული ვარ, "დინამოსაც" ააღორძინებს.''
ერთი სიტყვით,
დევნილი ოლიგარქი, რომლის ქონება, ქართული მასმედიის შეფასებით, ნახევარ
მილიარდ დოლარად ფასდება, კლუბში რამდენიმე მილიონის ჩადებას აპირებს. რაც
შეეხება გულუხვი ბიზნესმენის მორალურ უფლებასა და მისი ფულის "სისუფთავეს",
ამით არავინ ინტერესდება და შესაბამისად, კითხვებსაც არავინ სვამს. სხვათა
შორის, ასე იყო პატარკაციშვილის მილიონების შემთხვევაშიც, რომელიც ქვეყნის
ეროვნული გუნდის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო
ციკლებში გამოსვლას ერთპიროვნულად ასპონსორებდა. აღარაფერს ვამბობთ,
ქვეყნის მთელ ოლიმპიურ ნაკრებზე.
იანვარში სფფ-ს პრეზიდენტის
არჩევნებია დაგეგმილი. "ეს - წლის დასაწყისია და ფედერაციის ახალ
ხელმძღვანელს არ მოუწევს სხვისი დაწყებული საქმის დასრულება, - ამბობს
სიჭინავა. - ახალი პრეზიდენტი ყველაფერს თავიდან ბოლომდე თავად გააკეთებს.
თანაც, ამ წელს მრავალი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი.''
როგორც
ჩანს, მრავალტანჯული ფედერაციის ხელმძღვანელობა კვლავ შეიცვლება,
საკითხავი კი ისაა, რამდენად შეძლებენ ახლები აზერბაიჯანიდან და
ლაჟვარდოვანი სანაპიროდან მიღებული დახმარებით ქართული ფეხბურთის სწორ
გზაზე დაყენებას.
ვლადიმერ გოლოვინი ("რუსკი ბაზარ")
|
ნანახია: 814 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|